მატეუს პერეირა ნახევარფინალის წინ: მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ დავწინაურდებით

  • 21-07-2020, 21:55
  • მატეუს პერეირა ნახევარფინალის წინ: მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ დავწინაურდებით

    23 ივლისს "ბარსელონა ბ" ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. სეგუნდა დივიზიონში დასაწინაურებელი ფლეი ოფის ნახევარფინალში კატალონიელების მეტოქე "ბადახოსი" იქნება. 

    "ბარსას" 22 წლის ახალწვეულმა, მატეუს პერეირამ, რომელსაც სარეზერვო გუნდში დებიუტი სულ ახლახანს ჰქონდა, მატჩის წინ BarcaTV-სთან კომენტარი გააკეთა. 

    "ძალიან რთული მატჩი იქნება, ისევე, როგორც "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ იყო. ჩვენ მზად ვართ და მუდმივად ვვარჯიშობთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ.

    მნიშვნელოვანია, რომ სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დასრულდა. იმედი გვაქვს, სეგუნდაში აღზევებას მოვახერხებთ". - თქვა ბრაზილიელმა. 

    ფლეი ოფის წინა ეტაპზე "ბლაუგრანამ" "ვალიადოლიდის" სარეზერვო გუნდი 3-2 დაამარცხა, "ბადახოსმა" კი ბილბაოს "ატლეტიკის" მეორე გუნდს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    22 ივლისი 2020 14:01

    წარმატებები. სეგუნდაში უნდა გაიჩითოთ.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV