"ბარსელონა" "კამპ ნოუს" ფასადზე 46 ათას გულშემატკივარს გამოსახავს

  • 21-07-2020, 14:14
  • "ბარსელონა" "კამპ ნოუს" ფასადზე 46 ათას გულშემატკივარს გამოსახავს

    დღეს, "რაკუტენმა", "ბარსელონასთან" თანამშრომლობით, ახალი ერთობლივი პროექტი დაანონსა, რომლის მიხედვითაც, "კამპ ნოუს" ფასადზე "ბარსას" 46 ათასი გულშემატკივარი იქნება გამოსახული.

    კერძოდ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, კლუბის გულშემატკივარს შეუძლია "რაკუტენის" მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, ატვირთოს ფოტო, რომელშიც "ბარსელონას" ეკიპირებით იქნება გამოსახული და, მისი შერჩევის შემთხვევაში, გახდეს გიგანტური მოზაიკის ნაწილი, რომელიც "კამპ ნოუს" ფასადზე განთავსდება.

    კომპანიის თქმით, ამ აქციის მიზანი გულშემატკივრისთვის მადლიერების გამოხატვაა, რომელიც გუნდს ეპიდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში ერთგულად უჭერდა მხარს.

    პროექტში მონაწილეობის მიღება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

    რეგისტრაციის ვადა 21 ივლისიდან 11 აგვისტომდე ან 46 ათასი ფოტოსურათის შეგროვებამდე გრძელდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    21 ივლისი 2020 14:36

    ეგ კი არა წესიერი დიჯეი მოიყვანოს ამ ამაზრზენმა კაცმა, გუნდი ცოტა გაამხნევოს ნაპოლისთან, მესის მოძრაობებს რო მოყვება ხოლმე ოვაცცია და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დადოს ეგეც რთული ხო არაა ნეიმარის ტრანსფერივით? მარა იმდენად არარაობაა მაგასაც კი ვერ/არ ახერხებს. მაგაზე მეტად ბარსა პერესს სძულს მარტო. ნეტა ერთ დღეს სადმე შეხვდნენ ერთმანეთს და იქ რამე აფეთქდებოდეს, რეალიც დაუბრუნდებოდა თავის ადგილს და ბარსაც მაგ ორი არაკაცის ჩაძაღლებით

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV