ემერსონის თაობაზე "ბარსელონასა" და "მილანს" შორის კონტაქტი შედგა

ემერსონის თაობაზე "ბარსელონასა" და "მილანს" შორის კონტაქტი შედგა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკო სკირა, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "მილანსა" და "ბარსელონას" შორის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ემერსონის, თაობაზე შეხვედრა გაიმართა.

მისი მტკიცებით, შეხვედრამ "ძალიან პოზიტიურად" ჩაიარა და იტალიური კლუბი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული. თუმცა განხილვის საგანს სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს. კატალონიელები მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, "მილანი" კი ფასის შემცირებას ცდილობს.

ემერსონმა "ბეტისის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და მისი პროგრესი არც სხვა ევროპული კლუბებისთვის დარჩენილა ყურადღების მიღმა.

"ბარსელონა" გეგმავდა, რომ მას ანდალუსიურ კლუბში კიდევ ერთი სეზონი გაეტარებინა და შემდეგ კარიერა "კამპ ნოუზე" გაეგრძელებინა, თუმცა გუნდში სერჟი რობერტოსა და ნელსონ სემედუს ყოფნის გათვალისწინებით, მზადაა, სარფიანი შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, იგი დათმოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 9 აგვისტო 2020 08:19
    2
    ამას დესტი მირჩევნია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივლისი 2020 14:00
    0
    ციტატა: Don_Andresito
    მე დავაბრუნებდი 1 წელი სემედოს კონკურენტად. რობერტოს ნახევარდაცვაში ავწევდი. თუ რაკეტა ვიდალი წავიდნენ დაგვჭირდება იქ უფტო

    რატომ ეს როცა დესტის მოყვანა შეიძლება ბევრად მეტ კონკურენციას გაუწევს სემედუს ვიდრე ეს აყლაყუდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 21 ივლისი 2020 12:56
    1
    მე დავაბრუნებდი 1 წელი სემედოს კონკურენტად. რობერტოს ნახევარდაცვაში ავწევდი. თუ რაკეტა ვიდალი წავიდნენ დაგვჭირდება იქ უფტო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივლისი 2020 12:03
    1
    25 მილიონად გაატანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued