მირალემ პიანიჩი ძირითადი თერთმეტეულის წევრი იქნება

მირალემ პიანიჩი ძირითადი თერთმეტეულის წევრი იქნება

Radio Catalunya-ს ცნობით, მირალემ პიანიჩი ძირითადი შემადგენლობის წევრი მისი "ბლაუგრანაში" მოსვლის დღიდანვე იქნება.

დიდი ალბათობით, იავნ რაკიტიჩი ახალი სეზონიდან კლუბის წევრი აღარ იქნება, არტურო ვიდალი კი შესაბამისი შემოთავაზების შემთხვევაში წასვლის უპირობო კანდიდატია.

ბოსნიელი ნახევარმცველი "ბარსამ" 60 მილიონ ევროდ (+5 მილიონი ბონუსების სახით) შეიძინა. ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, შეუერთდება.

მირალემის სანაცვლოდ "ბებერმა ქალბატონმა" არტური მიიღო, რომლის სატრანსფერო ღირებულებამაც 72 მილიონი შეადგინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 21 ივლისი 2020 10:30
    4
    აქ თემასთან არაფერ შუაშია მაგრამ
    ლევანას ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რონალდუ 6 ით ჩირო 5 ით ჩამორჩებოდა
    გუშინ იუვე ლაციოს 2:1 ის შემდეგ ორივე ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები ლევანდოვსკის 4/4 ბურთით ჩამორჩებიან
    იუვე ლაციო 2:1 ..რონალდუ 1:0 რონალდუ 2:0 იმობილე 2:1

    ლევანდოვსკი 34 გოლი
    რონალდუ 30 გოლი
    იმობილე 30 გოლი
    გერმანიის ჩემპიონატი დასრულებულია ხოლო იტალიაში ოთხი ტურია დარჩენილი


    უდინეზე-იუვე.23-07-2020
    ლაციო-კალიარი.23-07-2020


    იუვე-სამპდორია.26-07-2020
    ვერონა-ლაციო.26-07-2020


    კალიარი-იუვე.29-07-2020
    ლაციო-ბრეშა.29-07-2020


    იუვე-რომა,02-08-2020
    ნაპოლი-ლაციო.02-08-2020
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #6 21 ივლისი 2020 05:04
    2
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: Griezzy7
    ტერ შტეგენი
    სემედო - პიკე - ლენგლე - ალბა
    ბუსკეცი - დე იონგი
    პიანიჩი
    მესი - გრიზმანი
    სუარეზი

    ზამენა :
    1.ნეტო
    2.ინიაკი პენია
    3.რობერტო
    4.ტოდიბო
    5.არაუხო
    6.რიკი პუჩი
    7.ალენია
    8.პედრი
    9.დემბელე
    10.ლაუტარო
    11.ტრინკაო
    12.ფატი

    მარჯვენა მცველია მოსაყვანი და ნახევარმცველი გამოცდილი.

    შეტევააა ცეცხლიიიიი იქნებაააა 🔥🔥🔥🔥😇😇

    გემოვნება კარგი გქონია ,მაგრამ ალენიას გაყიდიან სავარაუდოდ და პიკე მოაცილე ასნავნოის მაგის ბებერი ზლანტი დედაც არ გაიშვა მაგის სოლიდურობა და მცველობა

    ბაზარი არაა პიკე არცმე მევასება მარა უკეთესს ვისმოიყვანენ მითუმეტეს ესეთ კრიზისში და არეულობაში. თორე ეგრე როვიმსჯელო 🤣 ვინც არიმსახურებს ბარსაშითამაშს მაშინ მარტო ტერ შტეგენი ბუსკეცი დეიონგი მესი და სუა დარცებიან 😪

    აღარც სუა ინსახურებს ბარსაში თამაშსმ

    მეორე სეზონია უკვე
    Henry
    სტუმარი [?]
    #5 21 ივლისი 2020 01:40
    6
    ვიდალი ასაკშია და გასაშვებია ერთადერთი რაც შერჩა ჟინია მარა მაინც მენანება ყველა თამაშს გულით და სულით თამაშობს. უპპირობოდ ძირითადში უნდა იყოს პიანიჩი ისედაც ერთ 10 თამაშს მაიცნ გამოტოვებს ტრამვის გამო უეჭველი რაც პუჩის შანსი იქნება.
    romario11
    სტუმარი [?]
    #4 21 ივლისი 2020 00:52
    11
    რატომ არ ემუქრება ბარსელონას "მილანის ბედი"

    ბარსელონას პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვიქტორ ფოტნმა, კლუბის მომავალზე ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ბარსელონა, შესაძლოა, "შემდეგი მილანი ან მანჩესტერ იუნაიტედი" გახდეს.



    ფონტი 2021 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ხოსეპ მარია ბართომეუს წინააღმდეგ იღებს მონაწილეობას და გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ძალიან დიდი ცვლილებების გარეშე ბარსელონა, შესაძლოა, სხვა ჩაძირული გრანდების გზას დაადგეს.

    ვიქტორისგან ასეთი განცხადება არჩევნების წინ გასაკვირი საერთოდ არ არის, მაგრამ ამ ინტერვიუმ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს შორის ბარსელონას მომავლის შესახებ დისკუსია გააჩინა. თუ ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით რომ ბარსელონას მილანის მსგავსი გუნდების დონის დაღმასვლა არასდროს არ ჰქონია და ბევრი მიზეზის გამო, შესაძლო, არც არასდროს ჰქონდეს.

    ბარსელონა ყველაზე სტაბილური გრანდია
    უეფას ტურნირები 1955 წლიდან ტარდება, 65 წლიანი ისტორიის განმავლობაში კი ერთადერთი გუნდი არსებობს, რომელსაც ერთი სეზონიც კი არ გაუტარებია ევროასპარეზს მიღმა.

    რეალი ყველაზე წარმატებული ევროპული გუნდია, მაგრამ არაერთი სეზონი გაუტარებია უეფას ტურნირებს გარეთ. უკანასკნელად ეს ხორხე ვალდანოს დროს მოხდა, როცა გუნდმა ვერც ჩემპიონთა ლიგის, ვერც უეფას თასის და ვერც თასების მფლობელთა თასის საგზური ვერ მოიპოვა და ფაბიო კაპელოს შესანიშნავ სეზონში გუნდი ევროთასებს მიღმა იყო.

    ბაიერნმა, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძალიან სტაბილური გუნდია, 65-დან 13 სეზონი გაატარა ევროპული ტურნირების გარეშე.

    ერთადერთი გუნდი რომელიც ზედიზედ 65 წელია უეფას ტურნირებს მუდმივად თამაშობს, ბარსელონა გახლავთ. ბოლო შვიდ დეკადაში, კატალონიელების ყველაზე ცუდი ფინიში მეექვსე ადგილი იყო.

    მათგან განსხვავებით, მილანი ჯერ კიდევ პაოლო მალდინის დროს სერია ბ-ში გავარდნასთან ძალიან ახლოს იყო. 1996/97 სეზონში იტალიელებს მეორე დივიზიონში გავარდნამდე 6 ქულა დააკლდათ.

    რატომ არ ჰქონიათ კატალონიელებს სერიოზული ჩავარდნა?
    ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ბარსელონას სხვა გრანდების მსგავსი ჩავარდნა არასდროს არ ჰქონია, კლუბის მართვის მოდელია.

    მაგალითად, მილანის ტრაგიკული დაღმასვლის მიზეზი, სილვიო ბერლუსკონი და მისი პოლიტიკური კარიერა გახლდათ. კლუბი სილვიოს საკუთრებაში იყო და როცა მან ცუდი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო, ან გუნდისთვის დაფინანსების მოკლება გადაწყვიტა, არავის არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

    რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიურ გუნდს მფლობელი არ ჰყავს. გუნდი გულშემატკივრების (ოფიციალური სოციოების) საკუთრებაშია და სწორედ ისინი ირჩევენ პრეზიდენტს რამდენიმე წელიწადში ერთხელ.

    დაფინანსების მხრივაც, ბარსელონა რომელიმე ერთ კონკრეტულ ინვესტორზე არასდროს ყოფილა დამოკიდებულება (თუ, რა თქმა უნდა, ფრანკოს არ ჩავთვლით, მაგრამ ეს შორეული ისტორიაა.) შესაბამისად, ერთი ადამიანის შეცდომები და სურვილები ბარსელონას იმდენს ვერასდროს დაუშავებს, რამდენის დაშავებაც სხვა კლუბებისთვის შეუძლია.

    კატალონიელებს ბევრი ცუდი პრეზიდენტი ჰყოლიათ - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბართომეუ, ალბათ, კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი მმართველიც არ არის. მაგალითად, ხოსეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობისას სხვადასხვა წლებში გუნდიდან იოჰან კრუიფი, მიხაელ ლაუდრუპი, ბრაზილიელი რონალდო, დიეგო მარადონა, ბერნდ შუსტერი, ხრისტო სტოიჩკოვი და ლუიშ ფიგუ წავიდნენ - თითოეული მათგანის გუნდიდან წასვლაში კი მთავარი წვლილი სწორედ ნუნიესს მიუძღვოდა (სხვათა შორის, მას 2011 წელს 6 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს).

    კლუბის ისტორია გვიჩვენებს, რომ ბარსელონას და მის გულშემატკივრებს ბევრად უფრო ცუდი ეპოქებიც გადაუტანიათ და არასდროს დაცემულან ისე, როგორც სხვა გრანდები.
    Culé [?]
    #3 21 ივლისი 2020 00:17
    0
    ბარსა ბ რა ქნა ხოარ იცით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ივლისი 2020 23:16
    6
    ეგ ისედაც ცხადი იყო რო ძირითადისთვის იყიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 20 ივლისი 2020 23:07
    10
    პუჩი დეიონგი პიანიჩი უნდა იყოს ძირითადი