მესი, პიკე და "რეალის" 4 ფეხბურთელი სეზონის სიმბოლურ გუნდში

  • 20-07-2020, 22:33
  • მესი, პიკე და "რეალის" 4 ფეხბურთელი სეზონის სიმბოლურ გუნდში

    სპორტულმა პორტალმა WhoScored.com-მა ფეხბურთელების რეიტინგის მიხედვით 2019/20 წლების სეზონის ლა ლიგის სიმბოლური გუნდი შეადგინა. გასაკვირი არაა, რომ თერთმეტეულში ჩემპიონი "რეალის" შემადგენლობიდან ოთხი მოთამაშე მოხვდა, "ბარსელონადან" კი, ლიონელ მესის გარდა, მხოლოდ ჟერარ პიკე. 

    მესიმ, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება - 8.71 ქულა დაიმსახურა. 

    სიმბოლური გუნდის მეკარე "ლევანტეს" კარის დარაჯი აიტორ ფერნანდესია, მცველები კი, ჟერარ პიკესთან ერთად, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი და სერხიო რეგილონი არიან, რომელმაც ეს სეზონი იჯარით "სევილიაში" გაატარა. 

    "რეალის" კიდევ ერთ წარმომადგენელ კაზემიროსთან ერთად მოედნის ცენტრში "სოსიედადის" ნახევარმცველი მიკელ მერინოა, მათ გვერდით კი, ფლანგებზე, ლიონელ მესი და საულ ნიგესი. 

    შემადგენლობას ორი ცენტრფორვარდი ჰყავს: ქარიმ ბენზემა და ჟერარ მორენო. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    21 ივლისი 2020 02:46

    კაზემირო ჩემი აზრით საუკეთესო იყო მთლიანად ლალიგაში წელს.
    ძაან დონე ბიჭი ყავთ თეთრ ვირთხებს.
    პიკეს კიდე არ ეკუთვნოდა.
    ოკამპოსიც ახსენეს ეგეც კაიიყო და სხვათაშორის ვალენსიაში რო ბიჭია გედეში მგონი დამავიწყდა გვარი მაგანაც მაგრა იარა წელს,მგონი ოსასუნას შეუგდო ძალიან მაგარი ალბათ ლალიგის წლის გოლი
    და მესი ის ოლვეის ნამბერ ვან)))

    1
    გასულია
    Don_Andresito [?]

    21 ივლისი 2020 01:36

    ოკამპოსმა ვერ მიიღო საულზე მეტი შეფასება? ყველა თამაშში საუკეთესო იყო. ტურნირზეც ერთ ერთი საუკეთესო იყო ტიპი

    3
    გასულია
    art
    art წევრი [?]

    21 ივლისი 2020 00:48

    ციტატა: M10 S9 D11
    დავიჯერო აიტორ ფერნანდესზე მეტად შტეგენმა არ დაიმსახურა სიმბოლური ან კურტუამ ან ობლაკმა? რომელმა გაუშვა აიტორზე მეტი გოლი


    მე რამდენადაც ვხვდები ეს ყოველი თამაშიდან არის საშუალო გამოყვანილი და შემდეგ ვისაც უფრო მაღალი ქონდა ის მოხვდა ავტომატურად. ჩემი აზრით სისულელეა რომ ფერნანდესი, მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი მეკარეა, შეადარო ნებისმიერი პირველი სამეული გუნდის დარაჯს. თუმცა ბარსა რეალი და ატლეტიკო ისეთი კლასის გუნდებია ნაკლებად უწევთ მეკარეებს "ლიჩნად" თამაშის გადარჩენა. სამწუხაროდ, შტეგენს უფრო მეტჯერ მოუწია ჩვენთან ვიდრე ან ობლაკს ან კურტუას თავიანთ გუდნებში, მაფრამ რას ვიზავთ, ეს სეზონი არ იყო ლამაზი. ჯამში შტეგენის გადარჩენილი თამაშები მაინც არ შეედრება ფერნანდესისას სადაც, რავიცი, ლევანტეს 49 ქულიდან 20 პერსონალურად ამ კაცის მხრებზეა. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს თითოეული მატჩის რეიტინგზე, თორემ, შესაძლებლობებით რომ შეაფასო არც ეს კაცი არ იქნებოდა ამ ნაკრებში, ისევე როგორც რონალდუს არ ექნებოდა არცერთი ოქროს ბურთი.

    2
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    21 ივლისი 2020 00:34

    ციტატა: Iniesta_8
    პიკემ გაასხას ლანგლე წელს ბევრად უკეთესი იყო და საერთოდ წავიდა პიკეს დრო კარიერა დაამთავროს და თავის ბიზნესებს მიხედოს

    მეტი პატივისცემა გამოიჩინე კლუბის ფეხბურთელების მიმართ🙂

    4
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    20 ივლისი 2020 22:52

    წინა სტატიაზე იმდენი კომენტარებია უხამსი რომ ძაან ცუდად მოქმედებს საიტის რეიტინგზე რომელი მადრიდისტაც პროვოკატორობს ან იგინება ბანი დაადეთ! ობიექტურ ხალხს არ ეხება!

    1
    --------------------
    შტეგენის წყევლა - 2016 წლიდან დღემდე!
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 ივლისი 2020 22:47

    დავიჯერო აიტორ ფერნანდესზე მეტად შტეგენმა არ დაიმსახურა სიმბოლური ან კურტუამ ან ობლაკმა? რომელმა გაუშვა აიტორზე მეტი გოლი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    20 ივლისი 2020 22:45

    პიკემ გაასხას ლანგლე წელს ბევრად უკეთესი იყო და საერთოდ წავიდა პიკეს დრო კარიერა დაამთავროს და თავის ბიზნესებს მიხედოს

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV