გრიზმანი “ნაპოლისთან“ შეხვედრამდე დაბრუნდება

  • 20-07-2020, 21:33
  • გრიზმანი “ნაპოლისთან“ შეხვედრამდე დაბრუნდება

    Onda Cero-ს ცნობით, ანტუან გრიზმანი "ნაპოლისთან" შეხვედრამდე დაბრუნდება.

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა 8 აგვისტოს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

    29 წლის ფრანგმა ოთხთავა კუნთი "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში დაიზიანა და მოედნის დატოვება პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოუწია.

    მისი სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს და ანტუანი სათამაშო მოედანზე ინდივიდუალურ ვარჯიშებს უკვე დაუბრუნდა.

    "ბარსას" 17 ნომრის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. ნეაპოლელებთან თამაშამდე კი "ბარსელონამ" ფეხბურთელები 1-კვირიან შვებულებაში გაუშვა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 ივლისი 2020 22:13

    ძალიან კარგი სერიოზულად დაგვაკლდება გრიზმო ნაპოლისთან

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV