"ბარსელონა ბ-ს" მომდევნო მეტოქე ცნობილია

  • 20-07-2020, 20:46
  • "ბარსელონა ბ-ს" მომდევნო მეტოქე ცნობილია

    გუშინ, "ბარსელონა ბ-მ", სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელი ფლეი ოფის პირველი თამაში გამართა და "ვალიადოლიდი ბ" ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

    დღეს, ახალგაზრდა კატალონიელების მორიგი მეტოქე გაირკვა. ხუთშაბათს, 23 ივლისს, გარსია პიმიენტას გუნდი "ბადახოსს" დაუპირისპირდება, მათ შორის უკეთესი კი ფლეი ოფის ფინალში ითამაშებს.

    ბადახოსს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი პედრო მუნიტისი წვრთნის. ექსტრამადურელებმა, მიმდინარე სეზონში, ესპანეთის თასიდან ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის წარმომადგენლები, "ეიბარი" და "ლას პალმასი" გამოთიშეს. ეს ნიშნავს, რომ ამ გუნდთან ხუმრობა არ შეიძლება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    20 ივლისი 2020 21:33

    Pedrim gaitana

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV