ოფიციალურად: მესი, წელს, "ოქროს ბურთისთვის" ვერ იბრძოლებს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, 2020 წელს, ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" მოსაგებად ვერ იბრძოლებს. ამის მიზეზი არა არგენტინელის ჯერჯერობით უტიტულო სეზონი, არამედ ისაა, რომ წელს "ოქროს ბურთი" საერთოდ არ გათამაშდება.
France Football-ის გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიამ ფეხბურთზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, 2020 წელს, "ოქროს ბურთის" გამარჯვებული არ გამოვლინდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ "ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელის სტატუსს, მინიმუმ ერთი წლით, ლეო მესი შეინარჩუნებს. ასევე მინიმუმ ერთი წლით გარანტირებულად გაიხანგრძლივებს ამ ჯილდოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელობას - მესის "ოქროს ბურთი" 6-ჯერ აქვს მოგებული, მე-2 ადგილზე მყოფ რონალდუს კი 5-ჯერ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 1956 წლიდან მოყოლებული, "ოქროს ბურთი" უწყვეტად თამაშდებოდა. წელს პირველად მოხდება, როდესაც ეს ჯილდო არავის გადაეცემა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]