ოფიციალურად: მესი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ახალი რეკორდსმენია

ოფიციალურად: მესი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ახალი რეკორდსმენია

ახლა უკვე ოფიციალურად - ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია, ეს კი ახალი ისტორიის კიდევ ერთხელ დაწერას ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც ლა ლიგის ბოლო ტურის ყველა შეხვედრა დასრულდა, მესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ("პიჩიჩის" ჯილდო) ოფიციალრუად გახდა. ლეომ ეს წოდება ზედიზედ მეოთხედ მოიგო, რითიც 1985-1988 წლებში უგო სანჩესის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მესი "პიჩიჩის" ჯილდოს მფლობელი სულ მეშვიდედ გახდა, რაც ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეგენდარულ ტელმო სარას გაასწრო, რომელიც 1945-1953 წლებში, საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა.

ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებაში, 33 შეხვედრაში, ლეომ 25 გოლი გაიტანა. მე-2 ადგილზე, 37 თამაშში 21 გოლით, ქარიმ ბენზემა გავიდა.

ეს მესის მიერ დღეს დამყარებული უკვე მე-2 ისტორიული რეკორდია. პირველი რეკორდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 ივლისი 2020 11:25
    2
    ციტატა: Griezzy7
    კაროჩე წეღან ვნახე შედეგები და მესის ოქროს ბურთზე შანსი მაინც აქვს

    მესი - თამაში (42)
    გოლი (30)
    ასისტი (25)

    ლევანდოვსკი - თამაში (43)
    გოლი (51)
    ასისტი (6)

    2 გოლით მეტშიაქვს მონაწილეობა მიღებული ლევანდოვსკის.
    ჩემპიონთა ლიგიდან თუ გამოვაგდეთ უდავოდ მესი აიღებს

    ეს რონალდოს შედეგები თამაში (41)
    გოლი (32)
    ასისტი (6)

    ჯერ ლიგა წინაა ლიგა თუ მოვიგეთ (ეჭვი მეპარება მარა მაინც) უფრო მეტი შანსი ექნება თან ლიგაზეც შეყრის გოლებს რატომღაც დარწმუნებული ვარ რო მესი იფრენს ლიგაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ივლისი 2020 09:39
    2
    ციტატა: Griezzy7
    კაროჩე წეღან ვნახე შედეგები და მესის ოქროს ბურთზე შანსი მაინც აქვს

    მესი - თამაში (42)
    გოლი (30)
    ასისტი (25)

    ლევანდოვსკი - თამაში (43)
    გოლი (51)
    ასისტი (6)

    2 გოლით მეტშიაქვს მონაწილეობა მიღებული ლევანდოვსკის.
    ჩემპიონთა ლიგიდან თუ გამოვაგდეთ უდავოდ მესი აიღებს

    ეს რონალდოს შედეგები თამაში (41)
    გოლი (32)
    ასისტი (6)

    ძალიანაც ნუ იჩქარებთ, პერესმა უკვე დაასახელა "სავარაუდო" კანდიდატი. "ბენზემას წელს სასწაული სეზონი აქვს, და ოქროს ბურთს აუცილებლად იმსახურებს-ო" მორცხვად განაცხადა რეალის პრეზიდენტმა.
    ibra ibra
    სტუმარი [?]
    #5 20 ივლისი 2020 03:57
    3
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: ibra ibra
    rogor xart ggvidzavt vinmes ?

    კიიი

    aba gilocavt la ligis bombardiri rom gaxda mesi sul arafrobas jobda ras ityvi
    ibra ibra
    სტუმარი [?]
    #4 20 ივლისი 2020 03:22
    1
    rogor xart ggvidzavt vinmes ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივლისი 2020 01:37
    5
    კარგია კარგია მომავალ სეზონში მე-8 დაიდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 20 ივლისი 2020 01:35
    6
    ვამბობდი მე ისეთი დრო მოდის, მალე მესი რივალდოსავით მხოლოდ საკუთარ გოლებს იზეიმებსთქო და აგერ ბატონო, არ გაუმწარეს კაცს სიბერეეე :D
    Culé [?]
    #1 20 ივლისი 2020 01:08
    5
    ადმინ აღნიშვნა კი დაგასწარი 🤣🤣