ოფიციალურად: მესიმ "ოქროს ბუცი" დათმო

ოფიციალურად: მესიმ "ოქროს ბუცი" დათმო

ის, რაც აქამდეც ვიცოდით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა - 3 წლიანი უწყვეტი კავშირის შემდეგ, "ოქროს ბუცი" მის საუკეთესო მეგობარს, ლეო მესის დაშორდა.

არგენტინელს ევროპის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ აქვს მოგებული და უახლოეს მდევარ რონალდუს ის 2 ჯილდოთი უსწრებს. ლეო "ოქროს ბუცს" ბოლო 3 წლის განმავლობაშ იგებდა, მიმდინარე სეზონში კი, ლა ლიგაში თავი "მხოლოდ" 25 გოლით გამოიჩინა, რაც მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბოლო ტურის შემდეგ ერლინგ ჰალანდს გათნაბრებოდა და მე-5 ადგილზე გადასულიყო.

მესიზე უკეთესი შედეგი დააფიქსირეს ტიმო ვერნერმა (28 გოლი), კრიშტიანუ რონალდუმ (28), ჩირო იმობილემ (29) და რობერტ ლევანდოვსკიმ (34) გოლი. "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლას უკანასკნელი 3 მათგანი განაგრძობს. ლევანდოვსკი წინაა, მაგრამ ბუნდესლიგა დასრულდა, რონალდუსა და იმობილეს კი, 6 და 5 ბურთიანი ჩამორჩენის აღოსაფხვრელად, 5-5 თამაში აქვთ დარჩენილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 20 ივლისი 2020 01:40
    0
    აი დარდიი :)
    Culé [?]
    #3 19 ივლისი 2020 23:35
    4
    იმობილე რაღაც ვეღარ იტანს ამ ბოლო დროს ასე რომ რონალდო დარჩა მარტო ლევას კონკურენტი
    ფანი [?]
    #2 19 ივლისი 2020 23:23
    8
    ძაან კარგი შანსი აქვთ ჩიროსაც და რონისაც მიმაჩნია რონის უფრო ალბათ
    ისე კი მინდა ლევამ მოიგოს ნაღდად იმსახურებს ლევა ამ ჯილდოს წელს ის შესანიშნავი იყო
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ივლისი 2020 23:22
    8
    მთავარია იმ პიჟონმა არ მოიგოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued