"ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ისევ საფრთხეშია

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ისევ საფრთხეშია

ერთი კვირის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართებოდა.

ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, UEFA-მ დაიტოვა უფლება, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, მასპინძელი სტადიონი შეცვალოს და შესაძლოა, ასეც მოხდეს.

AFP-ს ცნობით, ბოლო დღეებში, ესპანეთში, კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. ასეთი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მაისის შემდეგ არ ყოფილა.

პრობლემები შეეხო კატალონიის რეგიონსაც, სადაც კინოთეატრები, თეატრები და ღამის კლუბები დაიხურა, 10 პირზე მეტის შეკრება კი აიკრძალა. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს აძლევს რეკომენდაციას, თუ აუცილებელი არაა, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

თუ სიტუაციის გაუარესება გაგრძელდა, არაა გამორიცხული, UEFA-მ "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირების "კამპ ნოუზე" ჩატარების გადაწყვეტილებას გადახედოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 17 ივლისი 2020 16:45
    1
    ჰოდა ამ ტრენერით და ამ გუნდით ნაპოლის გავცდებით ჩემს არა ვირის ფეხებს
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 ივლისი 2020 16:01
    3
    და ეს კინოეთეატრები და ღამის კლუბების რას გააღეს მერე სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია?? დაეცვათ წესიერად პროტოკოლი და აღარ მოიმატებდა წაიღეს ტვინი დამღლელია უკვე როდემდე უნდა გასტანოს ბლინ