ლუის სუარესი ახალ რეკორდზე: ასეთი რამ არასდროს წარმომედგინა
"ბარსელონას" ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი ცოტა ხნის წინ კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 33 წლის შემტევმა ამ მიღწევაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთი რამ ვერც კი წარმოედგინა.
"ინდივიდუალურ რეკორდებს ვამყარებთ ან შესანიშნავ სტატისტიკას ვდებთ, მაგრამ დაუჯერებელია იმ კლუბის ისტორიაში შესვლა, სადაც თამაშზე ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი. ვამაყობ, რომ ისტორიას ვქმნი.
ამას ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი. "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანი საკლუბო ტიტულების მოგებაზე ვფიქრობდი. სხვა დანარჩენი ვერ წარმომედგინა.
ერთ დღეს ვიღაცამ მითხრა, რომ სეზონში საშუალოდ 30 გოლი გამაქვს. სეზარ როდირგესამდე 37 ბურთი მაშორებს. ეს ბევრია, მაგრამ, თუ ასეთ დონეს შევინარჩუნებ, მექნება შანსი, რომ სეზარს გადავასწრო. ვნახოთ, რა მოხდება", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Sport.
ლუის სუარესის აქტივში "ბლაუგრანას" მაისურით, ამჟამად, 195 გოლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]