"ვილიარეალთან" თამაში მესიჯი იყო - სუარესი ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს

"ვილიარეალთან" თამაში მესიჯი იყო - სუარესი ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს

"ბარსელონას" თავდამსხმელის, ლუის სუარესის განცხადებით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გადაერთვება. ურუგვაელი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ კატალონიურ კლუბს კვლავ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია და მას ამის მაგალითად "ვილიარეალთან" ჩატარებული ბრწყინვალე მატჩი (4-1) მოჰყავს.

"ვილიარეალთან" თამაში მესიჯი იყო. თუ რაღაცის გაკეთება გვინდა, ამას შევძლებთ. სწორი გზით მივდივართ.

ლა ლიგაში რთულ სიტუაციაში ვართ. დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა მოვიგოთ, რათა შემდეგ სრულად ვკონცენტრირდეთ ერთადერთ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ბრძოლა შეგვიძლია.

ვფიქრობ, მიზეზების ძებნა არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #9 15 ივლისი 2020 12:47
    2
    ვაი შენს პატრონს.. მესიჯიაო, გაჩერდა ვილიარეალი და რითი ტრაბახობს. ეგრე დანარჩენი თამაშები რისი მესიჯი იყო? ბურთი რო ფეხებში გებლადებოდათ შენ და გრიზმანს ეგ არ იყო იმის მესიჯი რო ორივე ერთად რამოსზე ნაკლებად სახიფათოები ხართ? მაგ ვილიარეალის მერე 2-3 უსახური თამაში ჩატარდა და ეგ იყო მესიჯი და არა ერთი გასრილილი 10-დან. ბაიერნთან კიდე ერთ თამაშიანი ჯობს რა თქმა უნდა მარა იმ ერთ თამაშს თუ ვიგებდით გადავსებულ კამპ ნოუზე ვიგებდით, თორე ნეიტრალურზე არაფერი გუნდი არაა ბარსა. აგერ ატლეტიკომ ისე გამოგვაგდო სუპერ თასზე, არც არაფერი რო არ გაუკეთებიათ. ბაიერნი კიდე ფორმას არ დაკარგავს ლიგამდე, გერმანული გუუნდია, ბარსა კი არაა ვარჯიში რო ეზარებათ. სეტიენი ლამის რო გააგდებინეს, ინტესიური ვარჯიშების გამო რო ტიროდნენ ჩვენი ბებრები. იქ გნაბრი დევისი კიმიხი კომანი და საოცრად ახალგაზრდული და მოხოდილი შემადგენლობაა. ვინც ასაკიანია კიდე კარიერის საუკეთესო სეზონს დებენ (ლევა/მიულერი). ჩემი აზრით ნაპოლის თუ გავცდით რაც ურთულესი იქნება, 60% ია შანსი მაქსიმუმ, ბაიერთან 20% გვექნება.
    Culé [?]
    #8 15 ივლისი 2020 11:54
    2
    ორმატჩიანები რომ იყოს ნამდვილად გაგვაგდებდა ბაიერნი მარა ერთმატჩიანში ნეიტრალურზე ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს. ბაიერნი სავარაუდოდ აგვისტომდე ფორმას დაკარგავს ამდენი უქმობის მერე და უნდა გამოიყენონ ბიჭებმა
    ფანი [?]
    #7 15 ივლისი 2020 10:58
    3
    ციტატა: Lautaro Martínez
    კადენასერის ინფორმაციით ლიონელ მესი რამოდენიმე დღეში ხავის შეხვდება და მის ბარსას მთავარ მწვრთნელის პოსტზე დათანხმებას შეეცდება ..
    თუ ეს სიმართლეა გვეშველა მგონი

    კი გვეშველება, მარა სიცრუე მგონია ეგ ინფო
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #6 15 ივლისი 2020 09:55
    3
    მე იმის იმედი მაქვს რომ პირველ თამაშს ვიგებთ და ერთმატჩიანებია...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #5 15 ივლისი 2020 08:35
    5
    მეტი არაა ჩემი მტერი მაგ ზოზინით სადმე რამე მოიგოთ.უტიტულო სეზონი გამოაცხო გამოაცხო ბატონმა პერესის გოშიამ და ეგაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ივლისი 2020 07:57
    6
    გვაქვს შანსი და უნდა გამოვიყენოთ მიდით ლომებო ლიგაზე უნდა გაიბრძოლოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 15 ივლისი 2020 07:57
    2
    კადენასერის ინფორმაციით ლიონელ მესი რამოდენიმე დღეში ხავის შეხვდება და მის ბარსას მთავარ მწვრთნელის პოსტზე დათანხმებას შეეცდება ..
    თუ ეს სიმართლეა გვეშველა მგონი
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გულშემატკივარი [?]
    #2 15 ივლისი 2020 06:47
    2
    პირველ რიგში ამან უნდა გამოასწოროს თამაში, სტაბილურობა საერთოდ დაკარგა და გოლებზეც აისახა. 5 თამაშში ერთ ისეთ სასწაულს გაიტანს და მერე ამბობენ კრიტიკოსებს მოაკეტიაო მაგრამ რად გინდა დანარჩენ 4ში ისეთ ყვერ"ბებს იზამს თამაშის ყურების მუღამს დაგაკარგვინებს. ტრავმიდან რაც დაბრუნდა მით უმეტეს. ამიტომაა საჭირო ლაუტარო.
    გულშემატკივარი [?]
    #1 15 ივლისი 2020 03:59
    7
    ნამდვილად არ არის უიმედო სიტუაცია, მაშინ უფრო გვიჭირდა კონცენტრაცია როცა ორი თამაში იყო ჩასატარებელი, მოგებული ლიგები ვაჩუქეთ ეხლა კიდე ამ ყველაფრის გამოსწორწბის შანსია ისე როგორც არასდროს და ეტყობათ კიდეც ფეხბურთელებს, ზოგისთვის ბოლო სეზონიც კი შეიძლება იყოს ხოდა მაქსიმუმს ველოდები და დარწმუნებული ვარ უდიდესი შემართებით იქნებიან, ვისკა ბარსა 🙌🙌🙌🙌