MD: "ბარსელონამ" უმტიტის გაშვება გადაწყვიტა

  • 14-07-2020, 11:32
  • MD: "ბარსელონამ" უმტიტის გაშვება გადაწყვიტა

    "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი, კატალონიური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა, წერს Mundo Deportivo.

    "ბარსელონას" ხელმძღვანელობას გუნდში ოთხი ისეთი ცენტრალური მცველის ყოფნა სურს, რომელიც სეზონის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში არ გაატარებს და გუნდის დახმარებას სტაბილურად შეძლებს. 

    "ბარსა" უმტიტის იჯარის წესით ტრანსფერს სთავაზობს, მომდევნო სეზონში დაბრუნების პერსპექტივით, თუმცა გამოცემა იტყობინება, რომ ფეხბურთელს წასვლის შესახებ საუბარიც კი არ სურს. კლუბი მასთან მოლაპარაკებებს სეზონის დასრულების შემდეგ შეუდგება.

    ჯერჯერობით, არცერთ გუნდს უმტიტის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური შემოთავაზება არ გაუკეთებია.

    ფრანგის შემცვლელად "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" 19 წლის მცველ ერიკ გარსიას მოიაზრებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    14 ივლისი 2020 15:06

    თუ ააწყვეს დროზე მოიცილონ თავიდან

    2
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    14 ივლისი 2020 12:54

    ჩემი აზრით მთლიანად შესაცვლელია სამედიცინო შტაბი,ამდენი ტრამვები ?არცერთ გუნდში არა,დემბელეს და უმტიტს წელს პრაქტიკულად არ უთამაშიათ,ამხელა ხელფასებს გუნდი ტყუილად იხდის,მერე ჯეკა დაემატა,ეს აჩკარიკა საით იყურება ნეტა

    4
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    14 ივლისი 2020 12:44

    ვალვერდე ლალიგაში ბრუნდებაო

    3
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    საიტზეა
    Don_Andresito [?]

    14 ივლისი 2020 12:42

    ციტატა: ფარნა
    ასე რომ მოკეტეთ

    თუ ბარსას ხელმძღვანელობაზე საუბრობ კაი მარა მგონია რო აქაურ ხალხს აკეტინებ, თან რაკეტას წასვლა 10 დან 8 კაცს უნდა და ცოტა კორექტულად და მეტი დაფიქრებით უნდა ითქვას რამე ამდენ ხალხზე

    რაც შეეხება უმტიტის,გაყიდვა თორე რიგირ არ დაუდგეს, სამედიცინო შემოწმებას ვერ გაივლის ვერსად.

    3
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    14 ივლისი 2020 12:15

    დემბელე უმტიტია გასაყიდი სასწრაფოდ რაც შეეხება ივან რაკიტიჩს ის დე იონგის ზამენაა ასე რომ მოკეტეთ ივანის წასვლაზე დე იონგს ზამენა უნდა ხომ ნახეთ ტრავმა მიიღო ამის ალბათობა დიდია კიდევ დაიმტვრეს ივანს სათადარიგოზეც არ აქვს პრეტენზია რაც შეეხება ვიდალს მისი აგრესია საჭიროა მაგრამ დონე არ აქვს ბარსას სტილისა ტოდიბოო ვიღაცამ აქ არ იყო თუ მისი თამაში სურდათ? კოუტინიო? ჩემი აზრით ის ერთ შანსს იმსახურებს გვიჩვენოს რა კაცია ის კოუ დაგვანახოს რაც ლივერპულიდან გვახსოვს ამისთვის კი შემტევ თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა დააყენო მაგალითად მესი კოუტინიო გრიზმანი ან კოუტინიო მესი ბრეითვაიტი სუარესი ზამენაზე გადაჯდეს აცალოს კოუტინიოს დაისვენოს სუამ გუნდისთვის ბევრი გააკეთა და დასვენებაც სჭირდება რაც შეეხება მესის მასაც დასვენება სჭირდება გადაღლილია კონკურენტი არ ყავს და კოუტინიო მისი კონკურნეტი უნდა იყოს

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 ივლისი 2020 12:05

    გასაშვებია ეს ყველა ვარიანტში და ამას უნდა გააყოლონ რაკიტიჩი ფირპო ნეტუ რაფინია ალენია ვიდალი ბრაიტვაიტი (ეს ორი კარგი მაყუთის შემთხვევაში) და მოიყვანონ გრიმალდო და დესტი დააბრუნონ ტოდიბო

    მეკარე: შტეგენი პენია
    დაცვა: სემედუ პიკე ლენგლე ალბა დესტი ტოდიბო არაუხო გრიმალდო
    ნახევარ დაცვა: პიანიჩი დე იონგი პუჩი რობერტო ბუსკეცი პედრი
    თავდასხმა: მესი სუარესი გრიზმანი ტრინკაო ფატი დემბელე

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    14 ივლისი 2020 11:58

    ძალიან გაღიზიანებული ვარ ამ სეზონში მოკლედ ბარსას თამაშით. რავი აი ყველანაირად ეცადნენ რო რეალი ლა ლიგის მფლობელი გამხდარიყო. ამ რეალის ფანებს კიდე შეარგოთ ღმერთმა ეს ლა ლიგა. ორი ერთმანეთზე ჩასვრილ გუნდში უფრო იღბლიანი იმარჯვებს, სხვა აბსოლუტურად არაფერი არ ხდება.

    2
    გასულია
    Lautaro Martínez ფანი [?]

    14 ივლისი 2020 11:50

    ჰოდა ძალიანაც კარგი
    ოპერაციას არ იკეთებს ეუბნებიან არ ისმენს ზნაჩიტ გკიდია ხო გუნდი ? დემბელეს კოპიოა ქცევებში რამდენი უნდა უთმინო ბარსა საფეხბურთო კლუბია თუ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი? ერთხელ არა ორჯერ არა მესამეთ წიხლი ფერდებში და დავაი დასვიდანია არტური გაუშვეს და ამ ყოჩივარდებს რას უთმენენ გაყარონ ცემაცემით

    1
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    პარტნიორები
    Flashscore.ge