პანდემიის შემდეგ, სემედუს თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა

  • 13-07-2020, 22:19
  • პანდემიის შემდეგ, სემედუს თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა

    კორონავირუსის გამო აღებული პაუზის შემდეგ, ნელსონ სემედუ იმ ფეხბურთელთაგანი გახდა, რომელთაც თამაშის ხარისხს მოუმატეს.

    პორტუგალიელი პროცენტულად ახლა უფრო ნაკლებ დროს ატარებს მოედანზე (67.8%), ვიდრე პანდემიამდე (72.5%), თუმცა მისმა პასების სიზუსტის მაჩვენებელმა საგრძნობლად აიწია - აქამდე ნელსონი პასებს 88%-იანი სიზუსტით აკეთებდა, ახლა კი - 91%-იანით.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ბურთის დაბრუნების მაჩვენებელიც გააუმჯობესა - აქამდე საშუალოდ ერთ მატჩში ბურთს 4.1-ჯერ იბრუნებდა , ახლა კი - 4.7-ჯერ.

    მიუხედავად იმისა, რომ ნელსონის შესახებ ბევრი ჭორი აგორდა და ის "ინტერში" გადაბარგებას დაუკავშირეს, Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი "ბლაუგრანას" დატოვებას არ გეგმავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    14 ივლისი 2020 13:01

    პროგრესი აშკარაა, აქამდე ამის პრობლემა იყო ბოლო პასი,ყველაზე გამოკვეთილი პრობლემა. და ნახეთ ბოლო 3-4 თამაშში რამდენი კარგი გადაცემა გააკეთა საჯარიმოშI? გრიზმანმა უკადრებელი რო იკადრა და ფეხებში აებლანდა, პუჩს მაგარი პასი გაუძრო, ბუსის ეხსნება ხოლმე იდეალურად, მაგარ პასს უჩითავს ბუსიც და ესეც კარგი პასით აგვირგვინებს პროსტა გოლამდე ვერ მიყავთ სამქე გაფარჩაკებულ შეტევას. თორე ბუსის პასი სემედოზე და სემედოს პასი საჯარიმოში ეგ იყო ერთადერთი კომბი ნაპოლისთანაც. უმატებს და მესისაც უკეთ უგებს ყოველ ჯერზე. აი კარგი მწვრთნელი უნდა რა, კარგი და არა ეს მახინჯები ერთი თუ მეორე. არაა სემედოზე უკეთესი მცველი ბაზარზე დღეს, დაივიწყეთ არნოლდები და კიმიხები, მოიყვანონ ემერსონი ან დესტი და იყვნენ სემედოსთან კონკურენციაში 1 წელი. თუ აჯობეს მერე წავიდეს ჯერ ამის გაყიდვა უდიდესი სისულელე იქნება

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 ივლისი 2020 01:59

    ვინც ამის თამაშში დადებით ვერაფერს ხედავს რობერტოს უნდა გაყურებინოთ მთელი ცზოვრება და მერე რო აუფეთქებენ გუნდს დაცვაში მარჯვენა ფლანგს მერე დააფასებთ სემედუს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    njanka1977 Culé [?]

    13 ივლისი 2020 23:37

    აი ამ ეტაპზე ვინ გვყავს ამ ადგილზე უკეთესი? მე ძალიანაც მომწონს ეს ბიჭი და ორივეს (ფილიპ ,,მშიშარა" კოუტინიოსაც და უსმანნ,,ტრავმიანი" დემბელესაც) ერთად აღებულს სჯობს, ჩემი აზრით.

    4
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    13 ივლისი 2020 23:14

    ჯერ ამის გაყიდვა არც უნდა განიხილონ. მოიყვანონ უკეთესი და კი ბატონო.

    3
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    13 ივლისი 2020 22:38

    მოუმატა არა ჩემიფეხები კაით რა. ძაან ბევრ შეცდომას უშვებს. არარის ბარსას დონეზე ჯერჯერობით რასაც ვუყურებ.

    3
    გასულია
    vitorborbafereira ფანი [?]

    13 ივლისი 2020 22:22

    აშკარად მომატებული აქვს ბოლო მატჩებში ალვეშის ფლანგს დაემსგავსა მარჯვენა,

    იმედია ეხლა არ გაყიდიან

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV