არტურო ვიდალი - "ბარსას" ჯოკერი

  • 13-07-2020, 16:25
  • არტურო ვიდალი - "ბარსას" ჯოკერი

    არტურო ვიდალი "ბარსელონას" ნახევარდაცვისა და ასევე სრული შემადგენლობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ამის შესახებ ვრცლად ესპანური გამოცემა, Sport საუბრობს.

    ჩილელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ერთად, 8 გოლია. ის მხოლოდ შემტევ ტრიოს, მესის, სუარესსა და გრიზმანს ჩამორჩება.

    მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში, შეხვედრებში ის უმეტესად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, ნათამაშები წუთების მიხედვით, ნახევარმცველებს შორის, მესამეა. სერჟიო ბუსკეტსისა (3113) და ფრენკი დე იონგის (3003) შემდეგ, სწორედ მას აქვს ყველაზე მეტი დრო მოედანზე გატარებული (2034 წუთი).

    როგორც პრესაში იწერება, მისი გაყიდვის ვარიანტებს "ბარსა" სერიოზულად განიხილავს. ჩილელის მიმართ განსაკუთრებით დიდ ინტერესს "ნერაძური" იჩენს.

    ბორხა ვალეროს შემცვლელად ანტონიო კონტე მის ძველ შეგირდს, არტურო ვიდალს განიხილავს.

    რამდენად სწორად მიგაჩნიათ მისი გაყიდვა და იქნება თუ არა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მართებული?

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 ივლისი 2020 19:07

    უფრო დამა კოზირს ჰგავს, - როცა ტრიო "იკარგება" თვითონ იწყებს მოქმედებას.

    0
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 ივლისი 2020 17:25

    ზამენიდან ცხოველია ამასაც არასწორად იყენებს ის კუკუ

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    13 ივლისი 2020 16:35

    პაულინიოს გაუმჯობესებული ვერსიაა თითქოს, სცენარიდან გამომდინარე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თითქოს უკვე გადაწყვეტილია ამის გაყიდვა...

    პაულინიო ბოლოს აღარ ვარგოდა, მაგრამ ასე თუ ისე კარგი იყო..

    5
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    “I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner
    პარტნიორები
    Flashscore.ge