ლუკას ოკამპოსი ლიონელ მესის აქებს

ლუკას ოკამპოსი ლიონელ მესის აქებს

"სევილიას" არგენტინელმა შემტევმა, ლუკას ოკამპოსმა, ერთ-ერთ ინტერვიუში "ბარსელონას" კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"ეროვნულ ნაკრებში პირველი დღე ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. ამ დღეს ლიონელ მესის შევხვდი, როცა ჩვენი თანაგუნდელები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის მართლაც შოკისმომგვრელია, როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი. მესის აურა განსაკუთრებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ის შენ აუცილებლად გეხმარება, შენ კი მას უყურებ, როგორც ღმერთს, თუმცა ლეო ნამდვილია. მესი ყველა მოთამაშეს ამხნევებს და ეხმარება." - ოკამპოსის სიტყვებს Ole ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.