გვარდიოლას "ბარსელონაში" დაბრუნების შანსები შემცირდა

  • 13-07-2020, 13:25
  • გვარდიოლას "ბარსელონაში" დაბრუნების შანსები შემცირდა

    პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაბრუნების დიდი შანსები არც აქამდე არსებობდა, მაგრამ "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს ამის მაინც ეიმედებოდათ.

    იმედის საფუძველს კი ის იძლეოდა, რომ პეპის ამჟამინდელ გუნდს, "მანჩესტერ სიტის", ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ამხელა დროის განმავლობაში ევროტურნირების გარეშე ყოფნა გვარდიოლას ამბიციების შესაფერისი სულაც არაა. მიუხედავად იმისა, რომ პეპს "სიტის" დატოვებაზე მინიშნებაც კი არ გაუკეთბია, დისკვალიფიკაცია მცირე იმედს მაინც იძლეოდა.

    დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "ქალაქელთა" საჩივარმა შედეგი გამოიღო - სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ UEFA-ს გადაწყვეტილება შეცვალა და "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება მომდევნო სეზონშივე ექნება. ეს კი, გვარდიოლას "ბარსელონაში" დაბრუნების ისედაც მცირე შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 ივლისი 2020 17:19

    საფეხბურთო თვალსაზრისით ძაან კარგია რო სიტი ლიგაზე იქნება მარა ბარსასთვის ცუდია გვარდის პონტში თუმცა მაინც დიდი ეჭვი მქონდა რო დაბრუნდებოდა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    13 ივლისი 2020 16:17

    სანამ ეს მძორი ბართო აქ აგდია ეს ისედაც არ მოვა.

    2
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    13 ივლისი 2020 14:21

    ეს მანც შეუძლებელი იყო ჩემი აზრით მადლობა ღმერთს რომ ასე მოხდა რადგან ლივერპული იყო სიტის ბანის მომხრე და კი მიარჭო სიტიმ 4-0 და სტერლინგი არის ლივერპულის და რეალის მამა! ასეთი ნაგავი გუნდები როგორ არიან მთელი არსებით მძულს რეალი ლივერპული!

    5
    --------------------
    Leo Messi
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    13 ივლისი 2020 14:09

    პეპ ამ სეზონში ლიგა უნდა დადო უეჭველი❤😇

    3
    გასულია
    neymar-jr.. ფანი [?]

    13 ივლისი 2020 13:47

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    მშვენიერია👏👏. ძაან მაგარი გუნდი ჩამოაყალიბა გვარდიმ და კიდევ უფრო მეტ ტიტულს ვუსურვებ,ლიგა მხოლოდ პეპისთვის მემეტება❤❤

    მეც

    3
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 ივლისი 2020 13:45

    მშვენიერია👏👏. ძაან მაგარი გუნდი ჩამოაყალიბა გვარდიმ და კიდევ უფრო მეტ ტიტულს ვუსურვებ,ლიგა მხოლოდ პეპისთვის მემეტება❤❤

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    neymar-jr.. ფანი [?]

    13 ივლისი 2020 13:42

    ვულოცავ სიტის კარგია გვარდიოლა კიარა სანამ ბართოა აქ თავმოყვარე ტრენერი არ მოვა არავინ

    2
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    13 ივლისი 2020 13:37

    გვარდიოლას შანსები არ ვიცი მარა ფეხბურთისთვის ძალიან კაი მოხდა) გვარდიოლას და არც სიტის არ ეკუთვნოდა მაინც ლიგაზე არ თამაში:)
    ჩვენ კიდე იმედია რამე გვეშველება...

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge