ბართომეუ: უკეთესები ვართ ვიდრე 2010 წლამდე ვიყავით

  • 13-07-2020, 12:42
  • ბართომეუ: უკეთესები ვართ ვიდრე 2010 წლამდე ვიყავით

    "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, გუნდში შექმნილი სიტუაციის შესახებ, TV3-თან ისაუბრა. ბართომეუმ აქცენტი გუნდის სპორტულ მხარეზე, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე, მესის კონტრაქტზე და შესაძლო ტრანსფერებზე გააკეთა.

    "ყოველთვის არსებობს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი, მთავარია, რომ ამაზე ფიქრი არ შევწყვიტოთ, ყურები არ ჩამოვყაროთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ."

    "VAR-ის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, მის გამოყენებას ვემხრობი, მაგრამ საჭიროა ზუსტი პროტოკოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი ხდება, თუ რის მიხედვით მოქმედებენ. იყო შემთხვევები, როცა მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ეს კი პრობლემურია."

    "კიკეს კონტრაქტის ამოწურვამდე სურს მუშაობა, მე მას ვენდობი, ის აუცილებლად იქნება გუნდის მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზე, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობს სამომავლო გეგმებშიც და ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებს. მან ამ პერიოდში დიდი სიმტკიცე გამოიჩინა. ვნახოთ როგორ დასრულდება სეზონი, ფაქტია, რომ განსაკუთრებული სეზონია და იმედი მაქვს, რომ დასრულდება მაშინ, როცა ლისაბონიდან დავბრუნდებით."

    "დიდი ტრანსფერების განხორციელება რთული იქნება, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ დაგვტოვებს და ვის დარჩება, კრიზისმა ყველაზე ნეგატიურად იმოქმედა, არ დავმალავ, რომ ლაუტარო მარტინესი ჩვენი ნომერ პირველი სამიზნეა და მის გადმოსაბირებლად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,მაგრამ დღვანდელი მდგომარეობით "ინტერი" უარზეა, დაველოდებით სეზონის დასასრულს და შემდეგ თავიდან ვეცდებით, მის გადმობირებას. ნეიმარის გადმოყვანა კი ძალიან რთული იქნება."

    "პანდემიამდე ჩვენ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბი ვიყავით, პაუზამ დიდი დარტყმა მოგვაყენა და შემოსავალს ახლაც ვერ ვიღებთ, რადგან სტადიონზე გულშემატკივრის დასწრება არ შეიძლება. ვირუსი ბოლომდე დამარცხებული ჯერ არ არის. მძიმე პერიოდს აუცილებლად გადავიტანთ და ფინანსური მდგომარეობაც დასტაბილურდება, პარტნიორებთან ერთად ამაზე უკვე ვმუშაობთ."

    "არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვარ კონცენტრირებული, ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია, ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე 2010 წლამდე ვიყავით, ყოველ წელზე 2.2 ტიტული მოდის, მსოფლიო სპორტის მაშტაბით სამაგალითონი ვართ."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    13 ივლისი 2020 16:14

    ამას შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს.
    გულის ძარღვი რატომ არ გაგიწყდება და არ ჩაძაღლდები.

    2
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    13 ივლისი 2020 14:27

    ალბათ რაიკაარდის ორი ჩაგდებული წელი იგულისხმა : )))

    2
    გასულია
    getsby Culé [?]

    13 ივლისი 2020 14:13

    არჩევნებამდეც არუნდა მიდიოდე შენ მაგრამ რასვიზამთ ასეთი წესებია და ვერაფერს ცვლის ხალხის სურვილი ,ისეთ დღეში ჩააგდო გუნდი რო დიდიხანი დაჭირდება ვინცარუნდა მოვიდეს რო ფეხზე დააყენოს და ისევ გაიზარდოს მესის და ინიესტას ნაირი ფეხბურთელები ლამასიიდან

    1
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    13 ივლისი 2020 14:02

    ისე შენ მოგიტ@ან ყველაფერი

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 ივლისი 2020 13:57

    კი აბა რაა უკეთესები ვართ ვაი შენს პატრონს

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 ივლისი 2020 13:49

    რაოოო??? 2010 წლამდეო? ანუ რაიკარდისა და გვარდიოლას გუნდს ვჯობივართო??? შე მზეო,მართლა ყველაფერს აქ საზღვრები ამის მზეობების გარდა,ეს ჩანერგილი ნა....რი!

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    L.M 10 გულშემატკივარი [?]

    13 ივლისი 2020 12:56

    კაია რო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს ეს ყ@ლე.მომდევნო წლიდან იმედია გვეშველელბა

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge