რვა წლის შემდეგ პირველად: გრიზმანი ტრავმის გამო ერთ შეხვედრაზე მეტს გამოტოვებს

  • 13-07-2020, 10:54
  • რვა წლის შემდეგ პირველად: გრიზმანი ტრავმის გამო ერთ შეხვედრაზე მეტს გამოტოვებს

    ანტუან გრიზმანი ტრავმირებულია, ჩემპიონის ბედი მის გარეშე გადაწყდება, - წერს Marca.

    ტურნირის ფავორიტი მადრიდის "რეალია", მაგრამ "ბარსა" იქამდე იბრძოლებს, სანამ ჩემპიონობის თეორიული შანსი მაინც შერჩენია.

    გრიზმანი შეეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრისთვის დაბრუნდეს, "ნაპოლისთან" დაპირისპირებაში, სადაც ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული.

    გრიზმანის ტრავმა მეტად უცნაურია, რადგან ის ტრავმებს თითქმის არასდროს იღებს. ბოლოს გრიზმანმა, ტრავმის გამო, მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა, 2017 წლის დეკემბერში. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გრიზმანმა, "ატლეტიკოს" შემადგენლობაში, ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

    მსგავსი სიმძიმის დაზიანება, როგორსაც გრიზმანი ახლა მკურნალობს, ბოლოს 2012 წელს ჰქონდა, როდესაც "რეალ სოსიედადში" გამოდიოდა, მაშინ ანტუანმა სამი შეხვედრა გამოტოვა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 ივლისი 2020 12:41

    ჰაჰ სასაცილოა ყველაფერში უვარგისები როგორ ვართ რკინასავით კაცი მოვშალეთ და გავუშვით ლაზარეთში კიდე კაი ფრენკი არ ენდო ამ შლანგებს და ჰოლანდიაში იმკურნალა

    11
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    grizmann ფანი [?]

    13 ივლისი 2020 12:21

    ჩვენი სამედიცინო შტაბი იმასაც იზამს რო მესისაც ტრავმას აკიდებს და მერე კი დამთავრდება ყველაფერი

    8
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    13 ივლისი 2020 12:21

    ტიპი ფიზიკურად რკინასავით იყო და ბარსაში მაინც გააფუჭეს

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge