რას აპირებს ვიდალი კარიერის დასრულების შემდეგ

  • 12-07-2020, 15:59
  • რას აპირებს ვიდალი კარიერის დასრულების შემდეგ

    კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი ფეხბურთელი, არტურო ვიდალი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ამ სფეროდან წასვლას მაინც არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ თავად ვარსკვლავის ფიზიკური მწვრთნელი საუბრობს:

    "არტურო მეუბნება ხოლმე, რომ ბუცების კედელზე ჩამოკიდების შემდეგ, მწვრთნელობა სურს. როგორც სპეციალისტი, მის სამუშაოს დავაფასებ.

    დღეს სამხრეთ ამერიკელის სპორტულ კარიერაში აქტიურად ვარ ჩართული და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან არტუროს უთამაშებლობა დაძაბულობას მგვრის", - აცხადებს ხუან რამირესი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    12 ივლისი 2020 18:45

    ციტატა: nika 54
    ნეტაი ამათ.... არტურო იმის შემდეგ შემზიზღდა, რო თქვა ლეოს ორჯერ შევხვდი ფინალში და ორივეჯერ დავამარცხეო.

    ტყუილი თქვა რამე თუ რა?!🤔🤨

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    12 ივლისი 2020 17:06

    ნეტაი ამათ.... არტურო იმის შემდეგ შემზიზღდა, რო თქვა ლეოს ორჯერ შევხვდი ფინალში და ორივეჯერ დავამარცხეო.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge