ანსუ ფატიმ "ბარსა B-ს" შემადგენლობაში ითამაშა

  • 11-07-2020, 16:17
  • ანსუ ფატიმ "ბარსა B-ს" შემადგენლობაში ითამაშა

    "ბარსელონას" 17 წლის შემტევმა, ანსუ ფატიმ, რომელიც "ვალიადოლიდთან" მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, დრო არ დაკარგა და მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშა.

    "სიუტატ ესპორტივაზე" "ბარსა B-სა" და სეგუნდა B-ში მოასპარეზე "ევროპას" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. მასში მონაწილეობა, ანსუ ფატისთან ერთად, ინიაკი პენიამ, დანი მორერმა, ხორხე კუენკამ, მონჩუმ და ალექს კოლიადომ მიიღეს. სწორედ ამ მიზეზით მოხვდა "ვალიადოლიდთან" განაცხადში მხოლოდ 18 ფეხბურთელი.

    "ბარსა B" სეგუნდა დივიზიონში აღზევებისთვის იბრძვის და წინ ფლეი-ოფის სტადია ელოდება. ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელები კი გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    11 ივლისი 2020 16:53

    არაუხო პუჩი ფატი მონჩუ, უნდა გაიხნენ შუაზე და გუნდი სეგუნდაში დააბრუნონ

    3
    გასულია
    Lebron James 6 წევრი [?]

    11 ივლისი 2020 16:38

    ბარემ დაგეწერათ, რა ქნა. როგორ ითამაშა..

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge