"ინტერმა" ლაუტაროს ფასი შეამცირა

"ინტერმა" ლაუტაროს ფასი შეამცირა

Corriere della Sera-ს ცნობით, "ინტერი" მზადაა, ლაუტარო მარტინესი 90 მილიონ ევროდ დათმოს, თუმცა "ბარსელონასთვის" არც ეს ფასია მისაღები.

არგენტინელის 111 მილიონ ევროდ გამოსყიდვა 8 ივლისამდე იყო შესაძლებელი, რაც კატალონიელების აზრით, "ინტერს" მანიპულირების საშუალებას აძლევდა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მოლაპარაკებები უფრო ადეკვატურ და რეალობასთან შესაბამის ღირებულებაზე დაიწყებოდა.

იტალიური გამოცემა წერს, რომ "ბარსას" ვარაუდი გამართლდა და "ინტერმა" თავისი მოთხოვნა 90 მილიონ ევრომდე შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ვინაიდან ფეხბურთელს "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულების პირობები უკვე შეთანხმებული აქვს და სხვა კლუბის არჩევას არც განიხილავს, "ბარსელონა" "ნერაძურისგან" კიდევ უფრო შეღავათიანი გარიგების მიღებას ეცდება.

ბოლო პერიოდში, ლაუტარო კრიტიკის ობიექტად იქცა. იტალიაში თვლიან, რომ "კამპ ნოუზე" სავარაუდო ტრანსფერმა მის თამაშზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია. იგი სეზონის განახლების შემდეგ ჩატარებულ 7 მატჩში გუნდს მხოლოდ ერთი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაეხმარა. ბოლოს კი, "ვერონასთან" შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 11 ივლისი 2020 14:00
    6
    ლაუტარაში 50მილინზე მეტის გადახდა სისულელეა,
    გულშემატკივარი [?]
    #7 11 ივლისი 2020 13:40
    1
    60 milioni da rakitichi
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 ივლისი 2020 13:37
    4
    90 მილიონიც ბევრია მითუმეტეს ამის ეხლანდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ და საერთო არაფერში არ გვჭირდება 111 მილიონად დაცვას გავაძლიერებთ საშვილიშვილოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Henry
    სტუმარი [?]
    #5 11 ივლისი 2020 13:15
    5
    ვეღარ თამაშბს და აბა რას იზავენ. ჰარი კეინის ფასი ადევს 110 მილიონი ამათმა თუ კიდევ გადაიხადეს ფეხბურთელში საღოლ ამათ. შეილება ვცდები მაგრამ ამის მოყვანას ვფიქრობ ჟესუსი მოიყვანონ სიტიდან ჯობს. სივრცეების პოვნაში და კომბინაციებში ძლიერია საჯარიმოშიც კარგად თამაშობს და ამხელა ფულის გადახდაც არ მოუწევთ. 50 - 60 მილიონად დათმობს მემგონი სიტი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ივლისი 2020 12:13
    1
    ინტერმა მშვენივრად იცის, რომ ეს არც 90 მილიონი ღირს, მაგრამ რახან ბარსა იბრდღვნის ამის გამო ცდილობს სასურველ ფასად გაასუხაროს. თუ სხვები ტენიან ბართოს ასტრონომიულ ფასად გამოუსადეგარ ფეხბურთელებს, მაშინ ინტერიც ეცდება ამ პანდემიის ფონზე სამმაგ ფასად გაყიდოს, თუ აჩკარიკამ გადაყლაპა საკენკი ხო კაი, თუ არადა ცოტას კიდევ დააკლებს, მერე კიდევ დააკლებს და ბოლოს აქეთ შეგვეხვეწება ოღონდ მომაშორეთ და ფასს არ ვჩივიო.
    ფანი [?]
    #3 11 ივლისი 2020 12:11
    1
    70 მილიონი კარგი ფასია და დღეს პანდემიის პირობებში ნორმალურიც
    თუმცა მირჩევნია ჯერ ვინგერი გვეყიდა
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ივლისი 2020 11:52
    0
    კაია რო გამოსასყიდი გაუქმდა, ამათი რო ვიცი შეილება გადაეხადათ და ეხლა ინტერი თუ უნდა 700 მილიონს მოითხოვს და არ გამოუშვება და ღირსიც იქნება, ამას თუ გონია რო უკვე ბარსაშია და ინტერი კიდია უნდა დაისაჯოს და თუ ასე გამოსიქიმდა კიდე მაშინ რა საყიდელი ესაა
    Culé [?]
    #1 11 ივლისი 2020 11:41
    5
    რავი დიდი ალბათობით მოვა ეს მარა რამდენად გამოგვადგება რავიცი აბა