ლა ლიგის ბოლო ორი ტურის დაწყების დრო ცნობილია

ლა ლიგის ბოლო ორი ტურის დაწყების დრო ცნობილია

ლა ლიგის 37-ე და 38-ე ტურის მატჩები, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

ორივე ტურში ყველა მატჩი ერთდროულად აიღებს სტარტს. 16 ივლისს "ბარსელონა" 37-ე ტურში "ოსასუნას" მასპინძლობს, ბოლოს კი, 19 ივლისს "ალავესს" დაუპირისპირდება.

მადრიდის "რეალი" 37-ე ტურში, სახლში, "ვილიარეალს" შეხვდება, გათამაშებას კი "ლეგანესთან" სტუმრობით დაასრულებს.

ამ მომენტისთვის, "ბარსას" პირველ ადგილს 1 ქულა აშორებს, თუმცა "ბლანკოსს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც დღეს, 23:55 საათზე, "ალავესის" წინააღმდეგ, გამართავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 10 ივლისი 2020 19:27
    2
    რეალს იქნება ვილიარეალმა მოუგოს და გრანადასთან ქულები დაკარგოს ლეგანესის და ალავესის იმედი მაინც არ მაქ