ფრენკი დე იონგმა სრული დატვირთვით ივარჯიშა

  • 10-07-2020, 11:19
  • ფრენკი დე იონგმა სრული დატვირთვით ივარჯიშა

    ფრენკი დე იონგმა და ჟუნიორ ფირპომ, სრული დატვირთვით ივარჯიშეს. კიკე სეტიენი იმედიანად არის და სურვილიც აქვს, რომ ორივე მათგანი შეიყვანოს განაცხადში, "ვალიადოლიდთან" შეხვედრისთვის.

    კარგად გამოჩნდა განსხვავება მას შემდეგ, რაც ფრენკი გუნდს გამოაკლდა, "ბარსას" უჭირს ბურთის მეტოქის კარამდე მიტანა, დე იონგს კი თავის სიზუსტით ამ კომპონენტის გაუმჯობესება შეუძლია.

    მით უმეტეს, რომ არტურს უკვე თამაშის სურვილიც აღარ აქვს, არტურო ვიდალი კი შემტევ ხაზში დიდი გამჭრიახობით ვერ გამოირჩევა, თუმცა მისი აგრესია ნამდვილად საჭირო ატრიბუტია შეტევისთვის.

    გუნდისთვის ფეხბურთელების ჯანმრთელობა პრიორიტეტულია, ამიტომ ძირითადში მათი დაყენება ნაკლებ სავარაუდოა, აი ჩემპიონთა ლიგისთვის ორივე მოასწრებს ფორმაში ჩადგომას.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 ივლისი 2020 16:05

    იმედია ხცალ ნახევარ საათს მაინც ათამაშებს

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    10 ივლისი 2020 12:41

    კი მარა არტურმა ხომ თქვა რომ დარჩენილ მატჩებში 100 % ით დავიხარჯებიო ჩემპიონის ტიტულით უნდა წასვლა იუვენტუსში ეხლა იძახის არ მინდა თამაშიო დაჯექი სკამზე მაშინ ვინ გვყავს 8 ნომრის პოზიციის კაცი პირველ გუნდში? ეჰ არტურ არტურ

    0
    გასულია
    duggu ფანი [?]

    10 ივლისი 2020 11:39

    დე იონგი ჰაერივით გვჭირდება ლიგაზე და ჯობია კარგად მოიხოდოს

    0
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    10 ივლისი 2020 11:25

    აკლია ცენტრს ... მაქსიმუმი ჯერ არ გვინახავს მისგან მაგრამ მაინც დააკლდა გუნდს ..


    დღეს რეალს მარსელო რამოსი და კარვახალი არ ეყოლებათ .. იქნებ ფრე მაინც ითამაშონ :დ

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge