სჭირდება თუ არა მესის დასვენება?

  • 10-07-2020, 11:08
  • სჭირდება თუ არა მესის დასვენება?

    "ბარსელონამ" პაუზის შემდეგ, 25 დღეში 8 მატჩი ჩაატარა და ლიონელ მესის, ერთი წუთითაც კი არ დაუსვენია.

    არგენტინელმა ყველა შეხვედრაში 90 წუთი დაჰყო მინდორზე, პლუს დამატებითი დროის ჩათვლით - "მალიორკასთან", "ლეგანესთან", "სევილიასთან", "ბილბაოსთან", "სელტასთან", "ატლეტიკოსთან", "ვილიარეალთან" და "ესპანიოლთან".

    იგივე დრო მოედანზე, მხოლოდ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გაატარა. ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო ჟერარ პიკემ, მაგრამ "ლეგანესთან" და "ვილიარეალთან" მისი ცვლილება გახდა საჭირო.

    "ბარსას" სამი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, "ვალიადოლიდთან", "ოსასუნასთან" და "ალავესთან". მარტივი შეხვედრებია, თუმცა "რეალთან" ჩამორჩენა ოთხი ქულაა.

    ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდი ორ კვირაზე მეტხანს დაისვენებს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 ივლისი 2020 16:03

    არ სჭირდება მესის დასვენება სამი თამაში დარჩა ისედაც რო კორჩება ლა ლიგა ლისითვის დაიავენწბს საკმარისად

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    10 ივლისი 2020 15:47

    დღეს რეალს ალავესთან არ ეყოლება: რამოსი, კარვახალი, მარსელო. რა იცი ეშმაკს არ ძინავს იქნება ალავესმა გააკეთოს სენსაცია, თან შვილიშვილსაც გამიხარებს.

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    10 ივლისი 2020 13:49

    ციტატა: ფარნა
    ნეტა ეს სამივე მატჩი 9 ქულა ავიღოთ რეალმა ორი მატჩი ფრე ითამაშოს ერთი მოიგოს თასი უნდა ავახიოთ ამ სამეფო მონებს უნდა ამოვტენოთ ჩემპიონთა ლიგაზეც ვილოცოთ რომ სიტიმ გამოთიშოს შეირგოს ის სამი თასიც რაც პერესის ფულებითა და მსაჯებით მოიგო რეალმა წინა ლიგა ლივერპულმა დადო მარა წელს გამოეთიშა სამაგიეროდ პრემიერ ლიგა მოიგო ჩვენ? ჩვენ უსახური თამაში ვიცით ვნიშნავთ ისეთ მწვრთნელებს ვინც არ არის გრანდების დონისა და არც ტიტულებისთვის ბრძოლის მოტივაცია გააჩნია

    ერთი წაგება, ერთი ფრე გვინდა.

    0
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    10 ივლისი 2020 13:40

    დასვენება არ უნდა მშვენიერ ფიზიკურ კონდინციებში იმყოფება 33 წლის ასაკშიც .. უამრავ საქმეს აკეთებს.. განსხვავებით რონალდუსგან .. უბრალოდ პლეიმეიკერის საქმეში ვინმე მაინც რო შეეხიდოს კაი იქნება

    ციტატა: ფარნა
    ნეტა ეს სამივე მატჩი 9 ქულა ავიღოთ რეალმა ორი მატჩი ფრე ითამაშოს ერთი მოიგოს თასი უნდა ავახიოთ ამ სამეფო მონებს უნდა ამოვტენოთ ჩემპიონთა ლიგაზეც ვილოცოთ რომ სიტიმ გამოთიშოს შეირგოს ის სამი თასიც რაც პერესის ფულებითა და მსაჯებით მოიგო რეალმა წინა ლიგა ლივერპულმა დადო მარა წელს გამოეთიშა სამაგიეროდ პრემიერ ლიგა მოიგო ჩვენ? ჩვენ უსახური თამაში ვიცით ვნიშნავთ ისეთ მწვრთნელებს ვინც არ არის გრანდების დონისა და არც ტიტულებისთვის ბრძოლის მოტივაცია გააჩნია

    ორი ფრე არ გყოფნის

    1
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    10 ივლისი 2020 12:46

    ნეტა ეს სამივე მატჩი 9 ქულა ავიღოთ რეალმა ორი მატჩი ფრე ითამაშოს ერთი მოიგოს თასი უნდა ავახიოთ ამ სამეფო მონებს უნდა ამოვტენოთ ჩემპიონთა ლიგაზეც ვილოცოთ რომ სიტიმ გამოთიშოს შეირგოს ის სამი თასიც რაც პერესის ფულებითა და მსაჯებით მოიგო რეალმა წინა ლიგა ლივერპულმა დადო მარა წელს გამოეთიშა სამაგიეროდ პრემიერ ლიგა მოიგო ჩვენ? ჩვენ უსახური თამაში ვიცით ვნიშნავთ ისეთ მწვრთნელებს ვინც არ არის გრანდების დონისა და არც ტიტულებისთვის ბრძოლის მოტივაცია გააჩნია

    1
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    10 ივლისი 2020 12:13

    რაღა დასვენება ჭირდება სირბილით ეგ არ დარბის, ერთი რაც ჭირდება ესაა ბურთის ამომტანი ცენტრიდან და პასის მიმწოდებელი

    1
    გასულია
    madzgara33 გულშემატკივარი [?]

    10 ივლისი 2020 11:13

    დასვენება კიარა პასის მიმცემი ჭირდება

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge