რივალდო: პრობლემა სათამაშო ხარისხშია და არა VAR-ში

რივალდო: პრობლემა სათამაშო ხარისხშია და არა VAR-ში

"ბარსას" ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ხელმძღვანელობაც კი, ღია პროტესტს გამოთქვამენ VAR-ის მიმართ, მაგრამ "ბარსელონას" ბრაზილიელ ლეგენდას მიაჩნია, რომ პრობლემა სათამაშო ხარისხია და არა VAR-ი.

რივალდომ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ იმედგაცრუებულია "ბარსას" ნაჩვენები ფეხბურთით.

"ხანდახან გაქვს უფლება, რომ VAR-ს შეუტიო, მაგრამ "ბარსელონას" პრეზიდენტს არ ვეთანხმები, როდესაც ამბობს, რომ VAR-ი მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ ცდება. ის ცდილობს, რომ რეალური პრობლემები დამალოს, მედიის ყურადღება კი მსაჯებისკენ გადაიტანოს. "ბარსა" ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონობისთვის და ჯერ კიდევ აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის მოგების, მაგრამ კლუბისთვის, აშკარად ცუდი პერიოდია."

"ბართომეუ ყველანაირად ცდილობს, რომ თავი დაიძვრინოს, ყველას აჩვენოს, რომ პრობლემა არა მასში და მენეჯმენტში, არამედ სადღაც სხვაგან არის, ის მტრის ხატის შექმნით არის დაკავებული."

"მთავარი პრობლემა მოედანზეა, გუნდი ძალიან შორს არის იმ სათამაშო ხარისხისგან, რის გამოც მთელი მსოფლიოს სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა."

"შესვენებამდე "ბარსა" ჩემპიონატს ლიდერობდა, ახლა კი მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩება. კატალონიელებს მოსამზადებლად ხანგრძლივი დრო ჰქონდათ, ყველას გვეგონა, რომ ამ დროს პროდუქტიულად გამოიყენებდნენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს."

"ბოლო შეხვედრისგან გაცილებით მეტს ველოდი, მოლოდინი კი "ვილიარეალთან" კარგმა თამაშმა გამიჩინა, თუმცა, სამწუხაროდ "ესპანიოლთან", ყველაფერი ისევ გაფუჭდა. ეს ყველაფერი მაღელვებს, რადგან "რეალი" ქულების დაკარგვას არ აპირებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    10 ივლისი 2020 16:17
    1
    ციტატა: Lasha71
    ვაა რინალდო! თვალებშიშაშუბეში გაქვს?
    რომ ტლიკინებ ყველა მოვლენაზე უყურე მაინც თამაშებს Aე ქინძო!


    ობიექტურად საუბრობს, რას უნდა უყუროს კარანტინამდე ლიდერები ვიყავით რეალს თუ ეხმარებიან ბარსელონას მითუმეტეს არ უნდა დაეკარგა ქულები და პრობლემაც არ იქნებოდა

    ეს გუნდი გავს კაკრას რივალდოს დროინდელ ბარსას, კრისტანვალებით და რაიციგერებით დაცვაში

    უბრალოდ ტერ შტეგენი არ ყავდათ და მაგიტომ იყვნენ ამაზე უარეს დღეში
    Culé [?]
    10 ივლისი 2020 14:34
    0
    ვაა რინალდო! თვალებშიშაშუბეში გაქვს?
    რომ ტლიკინებ ყველა მოვლენაზე უყურე მაინც თამაშებს Aე ქინძო!
    ფანი [?]
    10 ივლისი 2020 11:48
    4
    რას ერჩი მართალი კი თქვა ისე
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    10 ივლისი 2020 11:41
    7
    ყოველთვის მართალს ბაზრობს ეს. ძაან ობიექტურია რივა ❤