"მანჩესტერ სიტის" ტალანტს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

"მანჩესტერ სიტის" ტალანტს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები, რომ "ბარსელონას" "მანჩესტერ სიტის" ამომავალი ვარსკვლავის, ერიკ გარსიას დაბრუნება სურს, BBC-ის ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, გილემ ბალაგეს ინფორმაციით კი, მშობლიურ კლუბში გადასვლის სურვილი თავად 19 წლის ფეხბურთელსაც აქვს.

ერიკ გარსიას "სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში იწურება. ბალაგეს ცნობით, "ქალაქელები" შიშობენ, რომ პერსპექტიულ ცენტრალურ მცველს მომავალ წელს უფასოდ დაკარგავენ, ამიტომ მათ "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, კატალონიელებმა ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ერიკ გარსია "ბარსელონას" აღზრდილია. ესპანელმა უკანახაზელმა "ლა მასიაში" 9 წელი გაატარა, 2017 წელს კი ის ინგლისურ კლუბი გადაბარგდა. მან მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 13 შეხვედრაში მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 9 ივლისი 2020 11:34
    0
    ციტატა: GIo-GxP-FCB
    კაი იგროკია? ბარცელონა და რეალი ვისაც ყიდულობს ყველა ამომავალი ვარსკვლავია მაგრამ ბოლოს 3-5 მილიონებად უშვებენ

    და 120 მილიონიანებს იჯარით უშვებენ
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 ივლისი 2020 23:56
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    მოიყვანეთ მოიყვანეთ ტოდიბოს უშვებთ და ეგ მაინც მოიყვანეთ

    ციტატა: Lautaro Martínez
    ძალიანაც კარგია ეგ და არაუხო გააჯაზებს მალე. მარჯვნივ უახლოეს მომავალში დესტი და ეხლა მარცხენა მცველი და ვინგერი

    დესტი გარსია არაუხო გრიმალდო


    ჩემი აზრით არც ვაგეა უნიჭო.. შეიძლება მაგ ბიჭის განვითარება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 ივლისი 2020 23:05
    2
    მოიყვანეთ მოიყვანეთ ტოდიბოს უშვებთ და ეგ მაინც მოიყვანეთ

    ციტატა: Lautaro Martínez
    ძალიანაც კარგია ეგ და არაუხო გააჯაზებს მალე. მარჯვნივ უახლოეს მომავალში დესტი და ეხლა მარცხენა მცველი და ვინგერი

    დესტი გარსია არაუხო გრიმალდო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ივლისი 2020 22:19
    3
    კაი იგროკია? ბარცელონა და რეალი ვისაც ყიდულობს ყველა ამომავალი ვარსკვლავია მაგრამ ბოლოს 3-5 მილიონებად უშვებენ
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    ფანი [?]
    #1 8 ივლისი 2020 22:19
    3
    ძალიანაც კარგია ეგ და არაუხო გააჯაზებს მალე. მარჯვნივ უახლოეს მომავალში დესტი და ეხლა მარცხენა მცველი და ვინგერი
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆