სეტიენს "ესპანიოლის" სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება მეორედ შეუძლია

  • 8-07-2020, 15:03
  • სეტიენს "ესპანიოლის" სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება მეორედ შეუძლია

    "ბარსელონა" ლა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს, კიკე სეტიენს მეორე ბარსელონური კლუბის სეგუნდა დივიზიონში გაშვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

    პირველი მან გამოიყენა. საუბარია 1992/93 წლების სეზონის გათამაშებაზე, როდესაც "რასინგში" მოასპარეზე კიკე სეტიენი პრიმერა დივიზიონში დაწინაურებისთვის ფლეი-ოფში "ესპანიოლს" დაუპირისპირდა. კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგა მე-18 ადგილზე დაასრულა. მაშინ, ლა ლიგაში მე-17 და მე-18 ადგილზე გასული გუნდები ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის სეგუნდა დივიზიონის მე-2 და მე-3 ადგილოსნებთან ფლეი-ოფს მართავდნენ.

    "რასინგმა" "ესპანიოლი" ორი მატჩის ჯამში 1-0 დაამარცხა. 35 წლის კიკე სეტიენმა ორივე მატჩი სრულად ჩაატარა. ეს "ესპანიოლისთვის" რიგით მეოთხე და, ჯერჯერობით, უკანასკნელი დაქვეითებაა.

    თუ დღევანდელი მატჩი "ბლაუგრანამ" არ წააგო, "ესპანიოლი" დარჩენის თეორიულ შანსსაც დაკარგავს. შეხვედრა, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    njanka1977 Culé [?]

    9 ივლისი 2020 08:20

    ჯოჯოხეთშიც გზა გქონიათ, იმედია ვეღარასდროს დაბრუნდებით პრიმერაში!

    1
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    8 ივლისი 2020 17:33

    ციტატა: MESSI 2017
    მიყვნენ მალაგას და გაისად ვალიადოლიდიც მიეწიოს ლეგანესი ისედაც ესპანიოლს მიყვება

    ვალიადოლიდს რას ერჩი რეალს ბერნაბეუზე აახია ქულები და გასვლაზე ნაჩოს გასროლა რომ არა იქ 0:0 მორჩებოდა😃😃😃 ესე თუ გააგრძელებს იყოს მაგნაირი გუნდი ლალიგაში😃😃
    მთავარია ის მუდმივი 6 ქულა რეალს წააგლიჯავს დღეს ბარსელონა და იმედია მე 3 დივიზიონში გაისვრიან ესპანიოლს წელს მალაგა და დეპორი რისკზე არიან და გადარჩნენ დაქვეითებას ტაკისკენ😃😃😃

    1
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    8 ივლისი 2020 16:21

    მიყვნენ მალაგას და გაისად ვალიადოლიდიც მიეწიოს ლეგანესი ისედაც ესპანიოლს მიყვება

    1
    საიტზეა
    Don_Andresito [?]

    8 ივლისი 2020 16:13

    შარშან დავწერე ესენი მანახა სეგუნდაში და არ მინდა ლა ლიგა თქო. მალაგაზე დავწერე იგივე, რეალის ძუკნები იყვნენ ეგენიც და ჰე ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. დაჟე ჩვენ ჩავაჭედებთ ბოლო ლურსმანს. იმედია ტამუდო უყურებს კარგად ამ თამაშს. პიკე გაისწორებს :D ეხლა უკვე 2ჯერ მეტი ფული ექნება ვიდრე მაგათ. ადიოს კორნელიია :D

    13
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ივლისი 2020 15:46

    ფრეც კი არ შველის და თუ ეს ბარსამ წააგო მაშინ ამ ბარსას ...
    რომც მოიგოს ეიბარის ერთი მოგება და ადიოს, 99%-ით სეგუნდაშია.

    3
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    8 ივლისი 2020 15:45

    ყანამადრიდზე საერთოდ რეალობას აცდენილები არიან! რაულ გარსიას რომ დააბიჯა რამოსმა ფეხზე და პენალტი არ დაიდო თურმე ბურთი არ ყოფილა მის ახლო-მახლო საჯარიმოში და ანუ ასეთი სიტუაცია რომ იყოს სუარესი იყოს რეალის საჯარიმოში ბურთს ცენტრში ათამაშებდეს ნებისმიერი გინდ ბარსა ან რეალი მივიდეს რამოსი უბურთო სუარესი მოჩეხოს ფეხში ჩაარტყას და რახან ბურთი არ აქვს პენალტი არ არის xD

    ან კიდე შემთხვევით დააბიჯა ფეხიო მცველს ხელზე რომ ხვდება საჯარიმოში ბურთი შემთხვევით ხვდება აბა სპეციალურად კი არ უხვედრებენ! ფაქტია რაც ლა ლიგა განახლდა რეალს მსაჯები აგებიებენ!

    7
    --------------------
    Leo Messi
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    8 ივლისი 2020 15:30

    მიდი კიკე ეგ სიკეთე მაინც გააკეთე და ეს რეალის მონა გუნდი მოაშორე ლა ლიგას
    ციტატა: Pique_3
    მევიყო კიკე სეტიენი თუ დღეს მესიმ მინიმუმ დუბლი არ შეუსრულოს ჩინურ კატალონიას🤟

    პოკერს ველოდები მე სამი თამაშია არ გაუტანია

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    8 ივლისი 2020 15:24

    დღეს ბენზემაზე უნდა დავიხიოთ ესპანიოლი! #წინბარსა

    2
    --------------------
    Leo Messi
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    8 ივლისი 2020 15:22

    მევიყო კიკე სეტიენი თუ დღეს მესიმ მინიმუმ დუბლი არ შეუსრულოს ჩინურ კატალონიას🤟

    8
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    8 ივლისი 2020 15:12

    დღეს რომ წავაგოთ და საბოლოოდ ესპანიოლი დარჩეს ლა ლიგაში უნდა ვაგინო ყველაფერი ფეხბურთელებს!

    2
    --------------------
    Leo Messi
    საიტზეა
    Griezzy7 გულშემატკივარი [?]

    8 ივლისი 2020 15:07

    თუ დღესაც სწრაფი და შედარებით სარისკო პასები აკეთეს და პოზიციები თუ ესე კარგად გაცვალეს ფეხბურთელებმა. მაშინ უეჭველი ვიგებთ მინიმუმ 3 ბურთიანი უპირატესობით 💘
    და იმედია ვილიარრეალთან თამაში ხასიათისგამო არიყო... 🙄 🙄 🙄

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge