ტოდიბოს კიდევ ორი მსურველი გამოუჩნდა

  • 8-07-2020, 13:49
  • ტოდიბოს კიდევ ორი მსურველი გამოუჩნდა

    "ბარსელონას" 20 წლის ცენტრალური მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, კიდევ ორი ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. Footmercato-ს ცნობით, მის მსურველთა რიგს "მარსელი" და "ბენფიკა" შეუერთდნენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" მზადაა, ტოდიბო 25 მილიონ ევროდ დათმოს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, იგი ერიკ აბიდალის გეგმებში არ შედის და პირველ გუნდში დაცვის ცენტრს, ჟერარ პიკესთან, კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტისთან ერთად, რონალდ არაუხო გაამაგრებს. 

    აქამდე არსებული ცნობებით, ტოდიბოს დამატებას შემდეგი კლუბები განიხილავენ: "უოტფორდი", "საუთემპტონი", "ლესტერი", "ევერტონი", "კიოლნი", "ნაპოლი" და "სევილია". მათ უკვე "მარსელი" და "ბენფიკაც" შეუერთდნენ.

    თავად ფეხბურთელს აჩქარება არ სურს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მის გაყიდვაზეა საუბარი და არა - განათხოვრებაზე.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BarcelonaFanTV გულშემატკივარი [?]

    8 ივლისი 2020 17:07

    ციტატა: Iniesta_8
    არცერთი გრანდი რომ არ ინტერესდება ამის ყიდვით ეტყობა რა დონეცაა. ბენფიკა შალკე და მარსელის დონის ფეხბურთელია ზუსტად. რატო გაქვთ ამის იმედი არაფერი გაუკეთებია კარიერაში

    რომელ კარიერაში???? ახლა რომ იწყებს???

    0
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    8 ივლისი 2020 15:57

    არცერთი გრანდი რომ არ ინტერესდება ამის ყიდვით ეტყობა რა დონეცაა. ბენფიკა შალკე და მარსელის დონის ფეხბურთელია ზუსტად. რატო გაქვთ ამის იმედი არაფერი გაუკეთებია კარიერაში

    0
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    8 ივლისი 2020 15:44

    არა ეს გასაშვები,როდესაც უმტიტი სულ ტრავმირებულია,ჯობია უმტიტი გავყიდოთ

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ივლისი 2020 15:40

    ტოდიბო კი არა უმტიტია მოსაშორებელი.

    2
    გასულია
    NEYBarca ფანი [?]

    8 ივლისი 2020 15:24

    დიდი არაფერი მცველია არაა ეს, მე პირადად არაუხო მირჩევნია ამას

    5
    გასულია
    Griezzy7 გულშემატკივარი [?]

    8 ივლისი 2020 14:47

    რას აფორთხიალებენ ამას აქეთ იქით. დატოვონ ძაან ნიჭიერია. უმტიტის იმედი აღარავის აღარ აქვს ალბათ 🤷‍♂️🤷‍♂️🤷‍♂️🤷‍♂️
    ზამენაზე ხოუნდა იყოს ვინმე.

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    8 ივლისი 2020 14:45

    არ უნდა დავკარგოთ ეს ბიჭი არა

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    8 ივლისი 2020 14:33

    არაა ეს გასაშვები

    4
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    8 ივლისი 2020 13:57

    აუ რა დიშლა ტიპია ეს აბიდალი ფრანგები მაინც არ იყოთ შე ჩემისავ, ვერ ხედავ მესიმ ქებით ძირი გააგდებინა ლაუტაროს

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge