ჟოან გასპარი: ჩვენ ლა ლიგა უკვე მოვიგეთ

  • 8-07-2020, 13:02
  • ჟოან გასპარი: ჩვენ ლა ლიგა უკვე მოვიგეთ

    ჟოან გასპარი, რომელიც "ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობას 2000-2003 წლებში იკავებდა, ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოებს "რეალის" სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. 

    "ჩვენ ლა ლიგა უკვე მოვიგეთ. იგი მაშინ დასრულდა, როდესაც მართლაც დასრულდა.

    [პანდემიამდე] პირველადგილოსანი ჩემპიონად უნდა გამოცხადებულიყო, ეს უკვე ცირკია. როდესაც ეს ფარსი მორჩება, კანალეტასთან წავალთ. (ადგილი, სადაც "ბარსას" გულშემატკივრები მნიშვნელოვან გამარჯვებებსა და ჩემპიონობას აღნიშნავენ).

    ზოგერთი საცირკო ჩემპიონობას აღნიშნავს, დანარჩენები კი ნორმალური გამარჯვებას. "რეალი" არბიტრების უპირატესობას იყენებს", - მის სიტყვებს Deportes Cuatro ციტირებს.

    ლა ლიგის განახლების დღიდან მოყოლებული, ესპანეთში VAR-ის გარშემო საუბრები არ ცხრება. გულშემატკივართა ერთი ნაწილის აზრით, "რეალის" 7-მატჩიანი მოგებათა სერია მსაჯთა მიერ დაშვებული შეცდომების დამსახურებაა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    8 ივლისი 2020 23:04

    spain -ი რომაა აქ მსაჯრიდის ვარეალის ფანი შემომძვრალი
    (და მისნაირები ვითომ ბარსაზე რომ შეტკივათ გული :) მოეგოთ ყველა თამაშიო )
    და უხარია მსაჯების მირთმეული მესამე ჩემპიონობა :) ჭაობში მყოფ ბარსასაც ვერ ჯობნიან ფედერაციის დახმარების გარეშე :)

    გაგამწარათ მესიმ და კიდევ გაგამწარებთ როგორც კრისტიანა გაამწარა და შანსი არ მისცა ლალიგაზე და გაქცევა აიძულა :)

    1
    გასულია
    Spain წევრი [?]

    8 ივლისი 2020 18:28

    რა შუაშია მსაჯები 😂😂 2 ქულით წინ იყო და 4ით უკან არის ეგ ბარსას ბრალია და არა მსაჯების და საერთოდ როგორც რეალს ეხმარებიან ისე ბარსას ეხმარებიან მსაჯები თუ უარესად არა

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ივლისი 2020 15:27

    ეს ბართოს არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება.
    ორივე ერთი ნაგავია და ორივე ყარს.

    0
    გასულია
    Clever liar წევრი [?]

    8 ივლისი 2020 14:05

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ბიჯო რეალის დედაც, წინ ვიყავით, მოეგო ბარსას თავის თამაშები და არვიქნებოდით უკან, მთელი გუნდი კიკიეიან მესიანა ჩასვრილი დადიოდა და ახლა რა პრეტენზიები გაქვთ?

    სტო პროცენტ :)) ხიხონის სპორტინგი კიარაა, ერთერთი ყველაზე დიდი ბრენდია მსოფლიოში რეალი, იქნება მის მიმართ დახმარებაც, მეტი ინტერესიც, მიკერძოებაც და ა.შ. აბა არ იქნება? 200 ჯერ ვიყავით წინ და 200_ვეჯერ ჩვენი უნიათობის გამო დავთმეთ პოზიცია და აქ თუ მადრიდელთა გინებაა ობიექტური აზრის მექა და კაი ტიპობაა. ვიგინოთ აბა რა პრობლემააა და ვაბრალოთ რამოსის გასაცოდავებულ პენლებს და ვიყოთ მშვიდად.. არაფერი შევცვალოთ, მარტო ვარის გაცისკროვნების იმედად დაველოდოთ ახალ სეზონს :D

    12
    გასულია
    Clever liar წევრი [?]

    8 ივლისი 2020 13:27

    ქართული პოლიტიკა გამახსენდა :)) არჩევნების წინ ყველა ძღრენი რო აყაყნდება და გადმოაფრქვევს ბრძნულ აზრებს ეგრევე :D ამის პრეზიდენტობის დროს მარტო ინტერტოტოს თასზე ვთამაშობდით და იმასაც საკვალიფიკაციოს მხოლოდ.. მემგონი ფიგუც ამან მიასუხარა

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge