ბარსელონა-ესპანიოლი - მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ესპანიოლი - მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და "ბარსელონას" 4 ისეთი თამაშის ჩატარება უწევს, წინა ხუთთან შედარებით, ერთი შეხედვით, ბევრად მარტივად რომ მოსჩანს.

პირველი ასეთი დაპირისპირება პრინციპულ მეტოქესთან, თანაქალაქელ "ესპანიოლთან" გვაქვს. თუმცა, თუთიყუშები ისეთ დღეში არიან, კიკე სეტიენის ნებისმიერი გუნდი ადვილად გაუსწორდებოდა, არა მხოლოდ "ბარსელონა".

სათამაშო ფორმა

"ბარსელონას", სეზონის განახლების შემდეგ ჩატარებულ 7 მატჩში, წაგება არ აქვს. თუმცა, კატალონიელებმა ქულები 3 თამაშში დაკარგეს, რამაც მათი საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ბოლო მატჩში, "ვილიარეალთან" თითქოს რთულ გასვლაზე, სეტიენის გუნდმა მისთვის უჩვეულოდ კარგი თამაში გვაჩვენა და იმედი ჩაგვისახა. ეს იმედი "ესპანიოლთან" გამოიცდება.

"ესპანიოლის" ფორმის, თამაშისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, "ბარსელონაზე" "წუწუნი" ცოტათი უხერხულიც კია. უკვე გადაწყვეტილია, რომ მე-2 ბარსელონური გუნდი, 1994 წლის შემდეგ პირველად, უმაღლესი დივიზიონიდან გავარდება. "თუთიყუშებს" ელიტაში დარჩენის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ ამ შანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე" მოიგონ, ხოლო "ალავესმა", "სელტამ" და "ეიბარმა" ვერ მოიგონ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი "ბარსელონას" ხელშია - არწაგება და "ესპანიოლი" მე-2 დივიზიონში ვარდება. და რატომ უნდა უნდოდეს "ბარსელონას" "ესპანიოლის" გავარდნა? - მომდევნო სეზონში, "რეალს" გარანტირებული 6 ქულა აღარ ექნება! (ბოლო 14 თამაშიდან, "რეალმა" "ესპანიოლს" 13 მოუგო).

"ესპანიოლს" ბოლო 5 თამაში წაგებული აქვს და ძნელი წარმოსადგენია, "ბარსელონასთან" სტუმრად მოიგოს, თუნდაც კიკე სეტიენის ფაქტორის გათვალისწინებით.

დანაკლისი

"ბარსელონას" დანაკლისიდან სერიოზული მხოლოდ ფრენკი დე იონგის არყოფნას ეთქმის. ჯანმრთელი უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი ბოლოს როდის შეამჩნიეს, ძნელი სათქმელია, ჟუნიორ ფირპო კი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი არც არასდროს ყოფილა.

"ბარსელონას" განაცხადი.

"ესპანიოლს" დიდი ხნის უთამაშებელი პილა ავილა (ტრავმა) და შეტევაში ყველაზე ხშირად მოთამაშე ხონათან კალიერი (დისკვალიფიკაცია) დააკლდებიან.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონასა" და "ესპანიოლის" ურთიერთშეხვედრების ისტორია 209 მატჩს ითვლის. გასაკვირი არაა, რომ "ბლაუგრანას" დიდი უპირატესობა აქვს - 123 მოგება, 43 ფრე, 43 მარცხი, 405 გატანილი და 222 გაშვებული გოლი. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება სწორედ "ესპანიოლთან" აქვს.

"ბარსელონას" დიდ უპირატესობაზე მეტყველებს ბოლო წლებში გამართული კატალონიური დერბების ისტორიაც. უკანსკნელი 21 დაპირისპირებიდან "ბლაუგრანამ" 16 მოიგო, ხოლო 5 ფრედ დასრულდა (ხუთივე "ესპანიოლის" სტადიონზე).

"ესპანიოლმა" "კამპ ნოუზე" ქულები ბოლოს 2009 წელს აიღო, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდი ივან დე ლა პენიას დუბლით დაამარცხა. საინტერესოა, რომ იმ მატჩამდეც, "თუთიყუშები" ლა ლიგის ბოლო ადგილზე იყვნენ.

სტატისტიკა

  • "ბარსელონას", ლა ლიგაში, ბოლო 29 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს;
  • "ესპანიოლმა" ბოლო 5 თამაში წააგო;
  • "ბარსელონასა" და "ესპანიოლს" შორის "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 4 მატჩში "ბლაუგრანამ" კარის მშრალად შენახვა მოახერხა;
  • "ესპანიოლმა" ბოლო 4 თამაში ერთი ბურთით წააგო;
  • "ბარსელონას" მიერ ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში 2.5 გოლზე მეტი გადიოდა;

არბიტრი

შეხვედრის თავარი მსაჯი 36 წლის ხოსე მანუელ მუნუერა მონტერო იქნება.

მისი მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში "ბარსელონას" კარგი მაჩვენებელი აქვს - 8 მატჩში 7 მოგება და 1 ფრე, 30 გატანილი და 5 გაშვებული გოლი, მიღებული 16 ყვითელი და არცერთი წითელი ბარათი.

მუნუერასთან ერთად, წაგება არც "ესპანიოლს" აქვს - 4 მოგება და 5 ფრე, 13 გატანილი და 6 გაშვებული გოლი, 16 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი: "რა თქმა უნდა, შეგვიძლია ლა ლიგის მოგება, შანსი მცირეა, მაგრამ იმედი ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. არ არის იმაზე ფიქრი საჭირო, მეტოქე რას იზამს, ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და "რეალს“ მაქსიმალურ წნეხში ვამყოფებთ." სეტიენის სრული კომენტარი.

ფრანსისკო რუფეტე: "ღირსება უნდა დავიცვათ, რადგან ბევრ ადამიანს წარმოვადგენთ და ასევე იმის გამოც, რომ წინ დერბი გველის."

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი (რაკიტიჩი), ს. რობერტო (პუჩი), მესი, გრიზმანი, სუარესი.

ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი, ხ. ლოპესი, ესპინოსა, კაბრერა, ვილა, როკა, ლოპესი, მელენდო, დარდერი, ემბარბა, ტომასი.

პროგნოზი

WhoScore: 3-1

Sportsmole: 4-0

Sportskeeda: 4-0

Squawka: 3-0

ტრანსლაცია

თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და www.silksport.ge (უფასოდ) წარმოგიდგენთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 8 ივლისი 2020 19:37
    0
    შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    რობერტო ბუსკეტსი არტური
    მესი
    გრიზმანი სუარესი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გულშემატკივარი [?]
    #3 8 ივლისი 2020 12:46
    0
    ციტატა: me da barca
    დროა მესიმ გაუბაბანოს.

    მესი ისედაც უბაბანებს. მთავარი ჩემი აზრით გრიზმანია რას იზამს.
    --------------------
    Always basca
    Culé [?]
    #2 8 ივლისი 2020 10:28
    1
    შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    რობერტო ბუსკეტსი პუჩი
    მესი
    გრიზმანი სუარესი
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 ივლისი 2020 01:20
    3
    დროა მესიმ გაუბაბანოს.