კიკე სეტიენის პრესკონფერენცია

კიკე სეტიენის პრესკონფერენცია

კიკე სეტიენმა "ესპანიოლთან“ მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.

"ზუსტად ვიცი, რომ კლუბი ჩემი მუშაობით კმაყოფილია, სხვადასხვა მითქმა-მოთქმებს ყურადღებას არ ვაქცევ, უკვე მითქვამს, რომ გუნდში არსებული სიტუაციით ბედნიერი ვარ. შედეგი ეს ერთია, ხოლო გეგმის მიხედვით მოქმედება - მეორე. წინა თამაშზე აშკარა პროგრესი გამოჩნდა და გაგრძელებას ასე ვაპირებთ.“

"დერბის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, "ესპანიოლი“ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, დერბის დროს ყველაფერი იცვლება, ასეთ თამაშებს სულ სხვა დატვირთვა აქვს.“

"VAR-ის შესახებ პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა, თანაც საკმაო სიფრთხილით და პატივისცემით მოეკიდა თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, მეც მიმაჩნია, რომ VAR-ის მუშაობის გაუმჯობესება შესაძლებელია, იმისათვის, რომ თამაში უფრო სამართლიანი გახდეს. საჭიროა კრიტერიუმების ზუსტი განსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხცვევაში, თითოეული ადამიანი თავისი ინტერპრეტაციით განსჯის, ასე კი სხვადასხვა შეხვედრებში, სხვადასხვა შედეგს მივიღებთ.“

"ცხოვრება ასეა მოწყობილი, ხანდახან ერთი გუნდის სასარგებლოდ ხდება ყველაფერი, ასე ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, ერთი გუნდი სარგებელს იღებს, მეორე ზარალდება, ეს ფეხბურთის ნაწილია.“

"რა თქმა უნდა, შეგვიძლია ლა ლიგის მოგება, შანსი მცირეა, მაგრამ იმედი ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. არ არის იმაზე ფიქრი საჭირო, მეტოქე რას იზამს, ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და "რეალს“ მაქსიმალურ წნეხში ვამყოფებთ.“

"დე იონგის დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია, იმედი მაქვს, რომ "ვალიადოლიდისთვის“ მზად იქნება, თუ არა და, მომდევნო თამაშზე დაგვეხმარება.“

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 8 ივლისი 2020 01:17
    0
    Ნეტა პრესკონფერენციაზეც სარაბია ხო. Არუწერს სიტყვას 👌
    [?]
    #2 7 ივლისი 2020 18:58
    2
    ციტატა: jack slater
    ციტატა: Unknow
    ადმინი ვარესიი

    😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁😁
    "უარესი".გრამატიკულად ასეა გამართული.

    და მაგ კომენტარში მარტო ეგ "გაუმართაობა" აღმოაჩინე? ტიპი სისხლით და ხორცით გაუმართავია :D
    ფანი [?]
    #1 7 ივლისი 2020 15:47
    1
    არ გვჭირდება თურმე ნეიმარი (რათქმაუნდა გვჭირდება ოღონდ 170 მ ძვირია)
    არ გვჭირდება თურმე ლაუტარო არც წესიერი მცველი
    გვჭირდება და გვყავს დემბელე ბარსას მომავალი რომელიც ბარსას შეტევაში ლიდერი გახდება მომავალში
    ესე ფიქრობს ბართომეუ ც და მიტო ვართ ამ დღეში
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆