ხუან სებასტიან ვერონი მესის: “ესტუდიანტესში” მოსვლას თუ გადაწყვეტ, “ათიანი” შენია

  • 7-07-2020, 00:13
  • ხუან სებასტიან ვერონი მესის: “ესტუდიანტესში” მოსვლას თუ გადაწყვეტ, “ათიანი” შენია

    არგენტინული "ესტუდიანტესის" ხელმძღვანელობის წევრი, ხუან სებიასტიან ვერონი, ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა. 

    "თუ აქ მოსვლა გსურს, "ესტუდიანტესის" 10 ნომრიანი მაისური შენია." - მიმართავს ვერონი მესის. 

    "მესის თამაში "ბარსელონას" ფარგლებს გარეთ ვერც წარმომიდგენია, თუმცა დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, სავსებით რეალურია მისი სხვა კლუბში ხილვა. 

    რეალობა ასეთია, სწორედ ლეოა პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე და სურვილზე. არავინ იცის რა მოხდება. 

    ეს "ბარსელონასთვის" არცთუ ისე ადვილი პერიოდია. კატალონიელები ბევრი ცვლილებების გადამტანი გახდნენ. ახალი ჩავისა და ინიესტას პოვნა საკმაოდ რთულია. კლუბს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია." - ვერონის სიტყვებს Goal ციტირებს. 

    მესი და ვერონი არგენტინის ნაკრებში 2005-2010 წლებში ასპარეზობდნენ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    barcamen წევრი [?]

    7 ივლისი 2020 11:02

    უხ შენ გაიხარეო მესიმ,
    ხვალვე მოდის.

    1
    გასულია
    ხავი ლეგენდა წევრი [?]

    7 ივლისი 2020 05:27

    ის, რომ ისეთ სახელგანთქმულ კლუბს, როგორიც "რეალია", მატჩის დასრულებიდან 20 წუთის შემდეგ შეუძლია ზარი განახორციელოს, - მთელი მსაჯობისთვის არაჯანსაღია".

    "ამან, შეიძლება, იმ არბიტრებისთვის დაძაბულობა გამოიწვიოს, რომლებიც ვიდეოგამეორებებზე მუშაობენ".

    "მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლებად განვიხილოთ მსაჯების მუშაობა, თუმცა, რა თქმა უნდა, VAR-ის "რეალის" პრეზიდენტთან საუბრის გამოაშკარავება - საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Mundo Deportivo.

    1
    გასულია
    GUGU MSN წევრი [?]

    7 ივლისი 2020 03:17

    ამას ციცინოც კი არ იტყოდა რა თურმე 10 ნომრიან მაიკას აძლევს ვახ ჩემი კაი ციალაი

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 ივლისი 2020 01:42

    ციტატა: duggu
    ესტუდიანტესი არა, თბილისის დინამოში მოვა 😂😂

    დინამოში ათიანს ვინ აღირსებს. 😄

    4
    გასულია
    duggu ფანი [?]

    7 ივლისი 2020 00:35

    ესტუდიანტესი არა, თბილისის დინამოში მოვა 😂😂

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge