"ბარსელონაში" ჩატარებული აუდიტის დასკვნა ცნობილია

  • 6-07-2020, 23:46
  • "ბარსელონაში" ჩატარებული აუდიტის დასკვნა ცნობილია

    "ბარსელონამ" გამოაქვეყნა იმ გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში კატალონიური კლუბის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხება.

    მოკლედ რომ შეგახსენოთ - რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" თანამშრომლობდა კომპანია I3 Ventures-თან, ეს კომპანია კი, კატალონიური კლუბის ლეგენდებისა და ლიდერების "გაშავებით" იყო დაკავებული. "ბლაუგრანამ" I3 Ventures-სთან კონტრაქტი მალევე გაწყვიტა, მაგრამ ბუნებრივია, დარჩა ეჭვები, რომ ამ სკანდალში კლუბის ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ გარეულები.

    "ბარსელონამ", ამ სკანდალთან დაკავშირებით, გარე აუდიტი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კომპანია PricewaterhouseCoopers (PwC) დაავალა, რომლის საბოლოო დასკვნაც ცნობილი დღეს გახდა.

    "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი, PwC-ს დასკვნიდან, 5 მნიშვნელოვან პუნქტს გამოყოფს.

    1. ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომელიც "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრების კლუბის ლუდერებისა და ლეგენდების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან პირდაპირ კავშირს ადასტურებს;
    2. ვერ მოიძებნა მტკიცებულებები, რომლებიც "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრების კორუფციულ სქემებში გარევასა და I3 Ventures-სთან გაფორმებული კონტრაქტიდან მატერიალური სარგებლის მიღებას ადასტურებს;
    3. "ბარსელონასა" და I3 Ventures-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება მსგავსი მომსახურების საბაზრო ღირებულებას შეესაბამება;
    4. I3 Ventures-სა და "ბარსელონას" შორის ურთიერთობა შიდა აუდიტს დადგენილი წესებით არ გადიოდა. თანამშრომლობის სათანადო წესით გაკონტროლება არ ხდებოდა, რამდენიმე შემთხვევაში კი, დირექტორთა საბჭოს წინაშე პრეზენტაცია მხოლოდ ფორმალურად წარადგინეს;
    5. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით I3 Ventures-ის მიერ აღებული ვალდებულება სრულად არ შესრულდა, ან "ბარსელონამ" შესრულება სრულად არ ჩაიბარა. გაწეული სამუშაოს მაქსიმალური წლიური ღირებულება 620 ათასი ევროა, "ბარსელონა" კი წელიწადში დაახლოებით მილიონ ევროს იხდიდა.

    შეჯამება: დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუსა და დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებს ფეხბურთელების "გაშავებასთან" პირდაპირი კონტაქტი არ უმტკიცდებათ, მაგრამ დადასტურებულია, რომ "ბარსელონამ", I3 Ventures-თან თანამშრომლობის არაეფექტიანად წარმართვის გამო, მიუღებელ მომსახურებაში, მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: I3 Ventures
    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 ივლისი 2020 01:36

    როცა უნდოდათ მადრიდში, როსელი გაუშვეს ვირის აბანოში, მაგრამ ამ პერესის ლაქიას არ გაწირავენ. 1 წელი ექნება კიდევ მავნებლობისთვის.

    2
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    7 ივლისი 2020 00:09

    PwC ისეთივე კომპეტენტურია როგორც NDI არ დაიჯერება მაგათი :დდ

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    6 ივლისი 2020 23:54

    400 000 ით მეტია გადახდილი. ბართიმეუ პირდაპირ არ მიიტანდა მაგ ფულს და არც კონტრაქტში ჩაიდებოდა პუნკტი ფეხბურთელების გაშავებაზე. იასნია ამათი გაკეთებულია

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge