ტებასი ბართომეუს ეთანხმება: VAR-ს გაუმჯობესება სჭირდება
- 6-07-2020, 16:12
-
kraken
- 7

Diario Sport ხავიერ ტებასის სიტყვებს ციტირებს:
"VAR-ს გაუმჯობესება სჭირდება, სადავო მომენტების მივიწყება უსამართლობა იქნება. უამრავ სათამაშო ეპიზოდში ხშირად აშკარა შეცდომებიც იკვეთებოდა, რისი გამოსწორებაც აუცილებელია."
ტებასმა ასევე ფლორენტინო პერესის ფაქტორზე ისაუბრა. მისი თქმით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის გამოხმაურების შემდეგ იანვრიდან VAR-ის შესაფასებელმა კრიტერიუმებმა სახე იცვალა.
"მადრიდის "რეალის" მსგავსი დიდი კლუბისგან მატჩის დასრულებიდან 20 წუთის შემდეგ განხორციელებული ზარი, რა საკვირველია, სამსაჯო კომიტეტისთვის არახელსაყრელია. შესაძლოა, ამ ფაქტმა მსაჯებზე წნეხი კიდევ უფრო გაზარდოს."
"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საკამათო ეპიზოდებში მსაჯების ბრალეულობაზე ხალხი ნაკლებად აპელირებდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამოვაცხადებთ, რომ VAR-თან დაკავშირებით, "რეალის" პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, მოვლენები უკეთესად ვერ განვითარდება."
შეგახსენებთ, რომ კვირას ჟოზეპ მარია ბართომეუმ VAR მიკერძოებაში დაადანაშაულა. "ბარსას" პრეზიდენტის თქმით, ამ ტექნოლოგიას მაქსიმალურად მადრიდის "რეალის" მხარდაჭერისთვის იყენებენ და გადაწყვეტილებებს სამეფო კლუბის სასარგებლოდ იღებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]