მესი ჩავის რეკორდს მიუახლოვდა

მესი ჩავის რეკორდს მიუახლოვდა

ლონელ მესი ახლოს არის ჩავი ერნანდესის რეკორდის მოსახსნელად, რომელსაც ერთ კონკრეტულ სეზონში, 20 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ლიონელ მესიმ "ვილიარეალთან" თავის მე-18 და მე-19 საგოლე გადაცემა შეასრულა. მარტინ ბრეითუეიტს რომ სუარესისა და გრიზმანის მსგავსად მაღალი კლასი გამოევლინა, მე-20 საგოლე გადაცემაც ჩაიწერებოდა.

მესიმ თავისივე მაჩვენებელი უკვე გააუმჯობესა, რომელიც ორ სეზონში ჰქონდა დაფიქსირებული, მან 18 საგოლე გადაცემით დაასრულა 2010/11 და 2014/15 წლების სეზონი.

ლეომ ამ სეზონში მხოლოდ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა მაჩვენებლების დროს 33 და 38 შეხვედრა ჩაატარა, მისი დღევანდელი შედეგი, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ხდება.

მესის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016/17 წლების სეზონში ჰქონდა, მაშინ მხოლოდ 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჩავი ერნანდესმა, ეს რეკორდი 2008/09 წლების სეზონში დაამყარა და 20 საგოლე გადაცემას, 6 გოლიც მიუმატა.

ლიონელ მესის ამ სეზონში 22 გოლი აქვს გატანილი, რაც მისთვის დაბალი მაჩვენებელია, სხვებს თუ საუკეთესო სეზონში გააქვთ ამდენი გოლი, მესისთვის ეს 2007/08 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მესის "ბარსელონას" 78 გატანილი გოლიდან, 41-ში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი 2011/12 წლების სეზონში ჰქონდა, როცა 50 გატანილ გოლს, 16 საგოლე გადაცემაც მიუმატა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 7 ივლისი 2020 02:15
    0
    ისე ტრანსფერნარკეტზე 20 ასისტი უწერია... არადა მეც 19 ვიცი
    Culé [?]
    #3 6 ივლისი 2020 19:29
    2
    ოქროს ბუცის რეკორდი მესის ეკუთვინს 50 გატანილი გოლით და იმედია 25 ასისტს გააკეთებს ამ სეზონში და მოუხსნელ რეკორდს დატოვებს.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ივლისი 2020 15:51
    1
    მიდი ლომო ამ ბოლო 4 თამაშში ასისტებიც ბლომად უნდა არიგო და გოლებიც ბლომად უნდა ყარო ხავის 21 ასისტი აქვს გაკეთებული 2008/09 წლების სეზონში ლა ლიგაში და ყველა ტურნირზე 28 ბოლო მაჩვენებელი ანუ 28 ასისტი სეზონში მესის გამეორებული აქვს 2011/12 წლების სეზონში

    ციტატა: Flying Johan
    4 მატჩში 3 ასისტი დადოს და ევროპის რეკორდსაც მოხსნის მგონი 21 ასისტი აქვს მიულერს

    21 ასისტი აქვს ბუნდეს ლიგაში ყველა ტურნირზე 24 ნუ ლიგაზე ალბათ კიდე მიამატებს მარა წესით მესიმ უნდა გაასწროს მესის 23 ასისტი აქვს ყველა ტურნირზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 ივლისი 2020 15:09
    5
    4 მატჩში 3 ასისტი დადოს და ევროპის რეკორდსაც მოხსნის მგონი 21 ასისტი აქვს მიულერს