ბართომეუ: მესი აუცილებლად დარჩება
- 6-07-2020, 14:11
-
ფეოლა
- 5

ჟოზეპ მარია ბართომეუმ ბრიტანულ გამოცემებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიონელ მესი არსად წასვლას არ აპირებს.
ბოლო კვირას იწერებოდა, რომ მესის მოთმინების საზღვარი ამოიწურა და მომდევნო სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებდა, მაგრამ ბართომეუმ ყველაფერს წერტილი დაუსვა.
მესიმ "ვილიარეალთან" ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ერთი გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, ერთხელ ბურთი ხარიხას მოარტყა და ერთი კარგი მომენტიც მეკარემ წაართვა, ლეომ ჩვეულად მაღალ დონეზე ითამაშა და ახალ ტაქტიკაშიც იპოვა თავის ადგილი.
"მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მესის არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს." - აღნიშნა ბართომეუმ.
"ამჟამად ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი, მოალაპარაკება კი არაერთ ფეხბურთელთან მიმდინარეობს. მესის კიდევ ბევრი წელი აქვს დარჩენილი და ჩვენ მისი თამაშით კიდევ დიდხანს დავტკბებით."
კომენტარი გააკეთა კიკე სეტიენმაც:
"არასდროს გამიგია, რომ თავად მესის ამაზე რაიმე ეთქვას, თან ეს ჩემი საქმე არაა. ვხედავ, რომ კარგად ვარჯიშობს, დანარჩენი კი უბრალოდ სპეკულაციაა, თქვენც მხოლოდ ამისთვის ხართ აქ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]