კარგ გზაზე დავდექით და ბოლომდე ასე უნდა განვაგრძოთ - რობერტო

  • 6-07-2020, 03:50
  • კარგ გზაზე დავდექით და ბოლომდე ასე უნდა განვაგრძოთ - რობერტო

    "ვილიარეალთან" დაპირისპირებაში, რომელიც "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა (4-1), ნახევარდაცვაში სერჟი რობერტომ გაიბრწყინა. მატჩის შემდგომ ფეხბურთელი ჟურნალისტებთან საუბრობს.

    "ხანდახან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციას ვირგებ, თუმცა დღეს მარცენა მხარეს თამაში მომიწია, სადაც თავი ბევრად კომფორტულად ვიგრძენი. ამ როლს "ბარსელონა ბ-ში" ყოფნისას ვირგებდი.

    მატჩისაგან დიდი სიამოვნება მივიღე და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის წარმატებაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის. 

    შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლეს. კარგ გზაზე დავდექით და ბოლომდე ასე უნდა განვაგრძოთ", - აცხადებს რობერტო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    6 ივლისი 2020 11:55

    გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო იყო

    6
    გასულია
    Jemo-barca გულშემატკივარი [?]

    6 ივლისი 2020 08:25

    რობერტო ბრავო მართლა მნიშვნელოვანი იგროკია

    14
    პარტნიორები
    Flashscore.ge