ლეო მესის მორიგი ისტორიული მიღწევა

ლეო მესის მორიგი ისტორიული მიღწევა

მიმდინარე სეზონში, ლეო მესის საუკეთესო ფორმაში ყოფნას ნამდვილად ვერ "დავაბრალებთ", მაგრამ არგენტინელის შედეგიანობა გაოცებას მაინც იწვევს.

"ვილიარეალთან" გამართულ შეხვედრაში (1-4), მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა აქტივში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. შედეგად, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ლეოს ანგარიშზე უკვე 19 შედეგიანი გადაცემაა.

ესპანეთის ჩემპიონატში, 2014/15 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელმა 18 ან მეტი შედეგიანი პასი გააკეთა. 5 წლის წინ, ეს შედეგი ასევე მესის ეკუთვნოდა და დღევანდლამდე, ეს მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #2 6 ივლისი 2020 11:06
    4
    20 ასისტი აქ ეპლში ანრის განაკეთები თავის დროზე და ხავის აწ კიდე ლალიგაშუ ასევე 20😎❤და ვინმეს ეჭვი ხო არ ეპარება რო მესი 4 თამაშში 2 ასისტ ვერ გააკეთებს?!😂😂😂
    Culé [?]
    #1 6 ივლისი 2020 10:04
    4
    უბრალოდ გენიოსი