მირალემ პიანიჩი: "ბარსელონასთან" კონტაქტი ადრეც მქონდა

მირალემ პიანიჩი: "ბარსელონასთან" კონტაქტი ადრეც მქონდა

მირალემ პიანიჩი, რომელიც "ბარსელონას" მომდევნო სეზონში შეუერთდება, კატალონიურ კლუბში ტრანსფერზე საუბრობს. 

"პირველი შთაბეჭდილება ძალიან პოზიტიურია. ტრანსფერზე საუბარი წლების წინაც იყო, "ბარსელონასთან" კონტაქტი მქონდა, ყველაფერი კი ახლა დასრულდა.

"იუვენტუსის" დატოვება მარტივი არ იყო, ეს ჩემთვის რთულია, მაგრამ თუ წავიდოდი, მხოლოდ ისეთ კლუბში, როგორიც "ბარსელონაა". ეს დიდი გამოწვევა და ჩემი კარიერის მწვერვალია.

"ბარსელონა" ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. შესანიშნავი კლუბია, მდიდარი ისტორიით. ასეთ პრესტიჟს ["ბარსელონაში" ყოფნა] მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა მიაღწია. ჩემი მიზანი, "ბარსასთან" ერთად, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა".

ბოსნიელს თანაგუნდელებსა და იტალიაში ცხოვრებაზეც ჰკითხეს.

"ისინი ჩემს სიხარულს იზიარებენ, თუმცა, მაინც, გული სწყდებათ, რომ მივდივარ. აქ, ტურინში ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ვეცდები, მათთან კავშირი სამუდამოდ შევინარჩუნო", - თქვა მან Klix-თან ინტერვიუში.

პიანიჩი მიმდინარე სეზონს "იუვენტუსში" დაასრულებას და ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს სექტემბრიდან მოირგებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    white champions
    სტუმარი [?]
    #3 5 ივლისი 2020 20:12
    0
    მხოლოდ ბარსას გამო დატოვებდი იუვეს როგორ არა))
    Culé [?]
    #2 5 ივლისი 2020 17:33
    1
    არადა ბარსას დნმ ი აქვს ამ ბიჭს და უეჭველი კარგად იყომარებს
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 5 ივლისი 2020 14:10
    7
    წარმატებები პიანიჩს,სხვა რა დაგვრჩენია?!