შესაძლოა, "ბარსელონამ" "ნაიკს" სასამართლოში უჩივლოს

  • 5-07-2020, 11:13
  • შესაძლოა, "ბარსელონამ" "ნაიკს" სასამართლოში უჩივლოს

    "ბარსელონამ" 2020/21 წლების სეზონის ფორმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, "ნაიკისგან" ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და საქმე, შესაძლოა, სასამართლომდეც მივიდეს, იტყობინება Mundo Deportivo.

    "ნაიკის" მიერ დაშვებული საწარმოო შეცდომის გამო, ახალი მაისურების გაყიდვა, სავარაუდოდ, ორი თვით გადაიდო. ამ მომენტისთვის, კლუბი მიყენებული ზიანის ოდენობას ითვლის, რომლის შემდეგაც ამერიკულ კომპანიასთან კონტაქტი შედგება. მხარეებს შორის კარგი ურთიერთობაა. ორი წლის წინ, მათ თანამშრომლობა 2028 წლამდე გაახანგრძლივეს.

    გამოცემის თქმით, თუ "ნაიკმა" კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა, "ბარსა" სასამართლოში იჩივლებს. არსებული ფინანსური დეფიციტის ფონზე, გაუთვალისწინებელი ზარალის მიღება კლუბის გეგმებში არ შედის.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ნაიკი
    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    6 ივლისი 2020 03:31

    მე ისეთი ბედი მაქ სომეხი გაიჩითება ეხა))))))

    0
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    5 ივლისი 2020 16:12

    ცოტა სადა მაისური ბევრად გაასწორებდა)
    სომხურად გადატვირათული ისედაც ამ ორ ფერს აღარ უხდება

    2
    გასულია
    azulgerana Culé [?]

    5 ივლისი 2020 14:10

    აფრიკულ სტილს ჰგავს მე არ მომწონს. ძაან ჭრელი და უშნოა.

    2
    --------------------
    ღადობარსა :)))
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    5 ივლისი 2020 13:34

    ციტატა: me da barca
    ისე ეს ყვითელი ზოლები ზედმეტია, ძაან აჭრელდა.
    ზოგიერთ სურათზე სხვანაირი საყელო აქვს, აქ სხვანაირი, ვერ გავიგე რომელი ექნება.

    ეს ფორმის პირველი სურათია

    0
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    5 ივლისი 2020 13:15

    ისე ეს ყვითელი ზოლები ზედმეტია, ძაან აჭრელდა.
    ზოგიერთ სურათზე სხვანაირი საყელო აქვს, აქ სხვანაირი, ვერ გავიგე რომელი ექნება.

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    5 ივლისი 2020 11:49

    ციტატა: M10 S9 D11
    თუ შეცდომა დაუშვეს რას ქვია კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა მიაწვნენ ბოლომდე ეგ მაინც გამოსდის მაგ ჩკარიკას ფულების აღება

    რეალურად ერთადერთი მძლავრი სპონსორია გუნდის. იმდენად რო არ გცემს პატივს რო ფორმას ჯერ შეცდომით გიკერავს მერე გაყიდვიდან იღებს უხარისხობის გამო, იმას გინდ უჩივლე გინდ არა. ადიდასი რეალს მაგას არ გაუკეთEბს. სანამბართომეუა კიდე ნაიკი კი არა სოსიედადის და ხეტაფეს დონის გუნდები დაგვცინიან

    6
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    5 ივლისი 2020 11:22

    თუ შეცდომა დაუშვეს რას ქვია კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა მიაწვნენ ბოლომდე ეგ მაინც გამოსდის მაგ ჩკარიკას ფულების აღება

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge