ლეო მესი სხვებისაგან მიუწვდომელ დონეზე იმყოფება - ინიესტა

  • 5-07-2020, 01:38
  • ლეო მესი სხვებისაგან მიუწვდომელ დონეზე იმყოფება - ინიესტა

    Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად "ვისელ კობეს" ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა ლეო მესის შესახებ საუბრობს.

    "ლეო მესი განსხვავებულია, ის ყველასგან მიუწვდომელ დონეზე იმყოფება. გულშემატკივრებს შედარებები უყვართ, თუმცა მე მსოფლიოს ორ უდიდეს მოთამაშეს (მესი და რონალდუ) ერთმანეთან ვერ შევადარებ - მაშინაც კი, თუ ერთნაირი რაოდენობის გოლებს გაიტანენ.

    ჩემთვის ლეო ნომერ პირველია, რადგან სრულყოფილი ფეხბურთელია - გოლების გატანის, პასების, ბურთის ფლობის, გუნდურობის უნარებს ფლობს. არგენტინელმა იცის, გადამწყვეტი როლი უმნიშვნელოვანეს მატჩებში როგორ ითამაშოს. მესის მსგავსად ძლიერი ფეხბურთელი არასდროს მინახავს.

    ჩემი მომავალი? ვეცდები, კარგი მწვრთნელი გავხდე. ჯერჯერობით, თამაშით სიამოვნებას ვიღებ, რადგან იაპონიის ჩემპიონატმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. 

    რატომ ავირჩიე სათამაშოდ ეს ქვეყანა? იმიტომ, რომ არ მინდოდა, ოდესმე "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოვსულიყავი. ესპანეთს მთელი გული და სული მივუძღვენი და ბედის მოსინჯვა სხვაგანაც მსურდა", - აცხადებს ანდრესი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    5 ივლისი 2020 16:09

    იმიტომ, რომ არ მინდოდა, ოდესმე "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოვსულიყავი.
    ამ სიტყვების გამო ხარ ლეგენდა ლეგენდებს შორის!!
    ერთერთი საუკეთესო ბარსას ისტორიაში top5 ში მინიმუმ:)

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    5 ივლისი 2020 12:06

    დოოოონ,შენც განუმეორებელი ხარ❤❤

    5
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    5 ივლისი 2020 10:34

    იმედია ორივე ბევრ ტიტულს აიღებს მომავალშიც

    იმედია ორივე ბევრ ტიტულს აიღებს მომავალშიც

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    5 ივლისი 2020 09:47

    ციტატა: Andres_Iniesta
    მატეო მესის გოლი ნახეთ?


    ხასიათით რამდენადაც არ გავს მესის

    ფეხბირთის თამაშით კოპიოო მამაააა


    ძააან გნიდაა კიდია ❤️❤️❤️

    ნეტა მამასის ნახევარი დონე მაინც დადოს რომელიმემ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    5 ივლისი 2020 02:37

    მატეო მესის გოლი ნახეთ?


    ხასიათით რამდენადაც არ გავს მესის

    ფეხბირთის თამაშით კოპიოო მამაააა


    ძააან გნიდაა კიდია ❤️❤️❤️

    5
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    me da barca Culé [?]

    5 ივლისი 2020 02:01

    ამ კაცს გულით უყვარს ბარსა და ნამდვილი კულეა, ზოგს ბარსა ფულის და პირადი ინტერესების გამო უყვარს.

    9
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    5 ივლისი 2020 01:58

    მე მაინც მგონია რომ მესისთვის შეიქმნა ფეხბურთი და მესიმ შექმნა 21 საუკუნეში ფეხბირთი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ყველა დრის საუკეთესო გუნდში

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge