მესის გოლის 5 უჩვეულო აღნიშვნა და მათი მნიშვნელობები

  • 4-07-2020, 22:28
  • მესის გოლის 5 უჩვეულო აღნიშვნა და მათი მნიშვნელობები

    მესის ანგარიშზე უკვე 700 გოლია. თითოეულის განსხვავებულად აღნიშვნის საშუალება არგენტინელს წარმოუდგენელია რომ ჰქონოდა. ამისათვის მას უბრალოდ ფანტაზიაც არ ეყოფოდა. 

    თავდაპირველად ხელების ცისკენ მიპყრობით იგი გოლებს თავის ბებიას უძღვნიდა. თუმცა, უკანასკნელ ხანებში რამდენიმე საინტერესო და ერთი შეხედვით უჩვეულო აღნიშვნაც შემოგვთავაზა. 

    თითის გატკაცუნება

    მარველის კინო-კომიქსებიდან, მათი მთავარი ბოროტმოქმედის, თანოსის ეს ცნობილი ჟესტი, რა საკვირველია, საყოველთაოდ ცნობილია.

    ლეო "ატლეტიკოსთან" პანენკას სტილში შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ კამერის წინ დადგა და თანოსის სტილში თითები გაატკაცუნა, რაც "კამპ ნოუს" დაცარიელებული ტრიბუნების ფონზე კიდევ უფრო შესაფერისი ჩანდა.

    blog_image

    დოინჯითა და ზევით მიმართული საჩვენებელი თითით დადგომა

    "ლეგანესთან" თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 699-ე გოლის გატანის შემდეგ, ლეომ გოლი ცისკენ მიპყრობილი თითითა და დოინჯით დგომში აღნიშნა.

    თავდაპირველად, "ბარსას" გულშემატკივართათათვის ამ ჟესტის მნიშვნელობა უცნობი იყო, თუმცა, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, არგენტინელმა ვიდეო-თამაშებში თავისი შვილების საყვარელი პერსონაჟი განასახიერა.

    blog_image

    თავზე ხელის დარტყმა და კოცნა

    2018 წლეს "ბარსამ" "უემბლიზე" ტოტენჰემი ანგარიშით 4-2 დაამარცხა. იმ შეხვედრაში კატალონილებმა მართლაც შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზეს. 

    90-ე წუთზე, მესიმ კამერასთან მიირბინა და თავზე ხელის რამდენიმეჯერ დარტყმითა და კოცნით, მეოთხე გოლი აღნიშნა.

    ეს უჩვეულო სტილიც მისი შვილების მისამართით იყო განკუთვნილი. როგორც ცნობილი გახდა, ოჯახში ისინი ამ სტილში ხშირად თამაშობდნენ.

    blog_image

    ცერა თითით აღნიშვნა

    ეს საკმაოდ მარტივი გამოსაცნობია, თუ რას ეძღვნებოდა. მადრიდის "ატლეტიკოსთან" 77 წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი ლეომ მის ვაჟს მიუძღვნა. 

    მატეო ორი დღის შემდეგ დაიბადა.

    blog_image

    მე ვარ G.O.A.T

    თამამად შეიძლება ითქვა, რომ ეს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ აღნიშვნაა. 

    გაიტანო მატჩის უკანასკნელ წამებზე "სანტიაგო ბერნაბეუზე", დაადუმო 80000 გულშემატკივარზე მეტი და გოლი ასე ცივსისხლიანად და ეპიკურად აღნიშნო, ეს მხოლოდ ლიონელ მესის შეუძლია.

    მაისურის გახდისთვის კაპიტანმა ყვითელი ბარათი მიიღო, მარამ, დამეთანხმებით, ეს ამად ღირდა.

    blog_image

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    miqens ფანი [?]

    5 ივლისი 2020 15:33

    ტიპი გენიაა..

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    4 ივლისი 2020 23:04

    ბოლო აღნიშვნა ბერნაბეუს სამუდამოდ დაამახსოვრდება

    28
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    GUGU MSN წევრი [?]

    4 ივლისი 2020 22:58

    წვერ გაპარსული გრძელი თმებით მაინც სულ სხვა მესსია მგონია 19 წლის ლეოს ვუყურებ და წარმოდგენაც კი მზარავს იმისა რომ ჩვენი ლეგენდა 33 წლისაა ეეჰ რა დრო წლები როგორ გარბიან ეს სუარესი და ნეიმარი მოგვცა ახლა 23 წლისანები სამივე და მწრვთნელი პეპი ეხ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო :(

    14
    პარტნიორები
    Flashscore.ge