ვილიარეალი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

  • 4-07-2020, 20:15
  • ვილიარეალი-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

    "ბარსელონა", ხვალ, 5 ივლისს, ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე, "ვილიარეალს" ესტუმრება.

    ესპანეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლი კატალონიური გუნდი, ამჟამად, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, 70 ქულით, მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ მადრიდის "რეალს" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა შეხვედრამდე მათ შორის სხვაობა, შესაძლოა, 7 ქულამდე გაიზარდოს.

    რაც შეეხება "ვილიარეალს", "წყალქვეშა ნავი", 54 ქულით, მე-5 პოზიციაზე იყოფება და დიდი მიზნებისთვის იბრძვის.

    გუნდების სათამაშო ფორმა

    "ბლაუგრანა", სეზონის განახლების შემდეგ, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. კატალონიელებმა 6 შეხვედრიდან 3 მოიგეს და ამდენივე ფრედ ითამაშეს. გუნდმა შესაძლო 18 ქულიდან 12 ქულის მოგროვება შეძლო.

    "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ძალიან რთული სიტუაცია აქვთ გასვლით მატჩებში. მათ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად ჩატარებული 16 შეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს, ამდენივე კი წააგეს.

    "ბარსელონას" საპირისპიროდ, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება "ვილიარეალი". "ყვითლებმა", სეზონის განახლების შემდეგ, 6 თამაშიდან 5 მოიგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს. მათ სახლში ჩატარებული 16 შეხვედრიდან 8 მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს, 3-ში კი დამარცხნდენ. გუნდმა ბოლო მატჩში "ბეტისს" გასვლაზე 2-0 მოუგო.

    ურთიერთშეხვედრები

    "ბარსელონას" "ვილიარეალთან" ცუდი სტატისტიკა ნამდვილად არ აქვს. ეს გუნდები ლა ლიგის ისტორიაში ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ, რომელთაგან კატალონიელებმა მხოლოდ 3 მატჩი წააგეს, 20 მოიგეს, 7 კი ფრედ ითამაშეს.

    "ბარსა" და "ვილიარეალი" ბოლოს ერთმანეთს სექტემბერში დაუპირისპირდნენ. "ბლაუგრანამ", "კამპ ნოუზე", ანტუან გრიზმანისა და არტურის ბრწყინვალე გოლის წყალობით 2-1 მოიგო.

    სტატისტიკა

    "ბარსელონას", ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 33 მატჩიდან 21 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება აქვს. კატალონიელებმა 75 გოლი გაიტანეს, 35 ბურთი კი გაუშვეს. მათ კარი მშრალად 12-ჯერ შეინახეს.

    "ბლაუგრანა" საშუალოდ 2.24 გოლს იტანს, 1.06-ს კი უშვებს. სათამაშო დრო 15-წუთიან მონაკვეთებად რომ დავყოთ, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ყველაზე ხშირად 30-45 წუთის (23%) მონაკვეთში გააქვთ.

    რაც შეეხება "ვილიარეალს", გუნდმა 33 თამაშიდან 16 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა, 11 კი წააგო. "ყვითლებმა" 53 გოლი გაიტანეს, 40 ბურთი კი გაუშვეს. მათ კარი მშრალად 11-ჯერ შეინახეს.

    "წყალქვეშა ნავი" საშუალოდ 1.61 გოლს იტანს, 1.21-ს კი უშვებს. მას უმეტეს შემთხვევაში 0-15 და 75-90 წუთის (20.8%) მონაკვეთებში გააქვს.

    საინტერესო ფაქტები

    • "ბარსელონა" "ვილიარეალთან" ბოლო 23 მატჩში დაუმარცხებელია.
    • კატალონიელები "ვილიარეალთან" ბოლო 6 თამაშში სულ მცირე 2 გოლს იტანენ.
    • "ყვითლებმა" ლა ლიგის ბოლო 6 შეხვედრაში კარი მშრალად 5-ჯერ შეინახეს.
    • "ვილიარეალის" ბოლო 6 თამაშიდან 5-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
    • "ბარსელონა" პრიმერა დივიზიონის ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია.
    • "ვილიარეალს" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გააქვს.

    დანაკლისი

    უკვე ჩვეულებრივი რამაა, რომ "ბარსელონას" ტრავმირებული უსმან დემბელე არ ეყოლება. ფრანგი ფეხბურთელი არცერთ დარჩენილ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. დემბელეს გარდა, დაზიანების გამო, არ ითამაშებენ ფრენკი დე იონგი და სამუელ უმტიტიც.

    "ბარსელონას" განაცხადი.

    ხავი კალიეხას გუნდს ცენტრალური მცველი რამირო მორი, ნახევარმცველი რამირო გუერა და სოფიან ჩაკლა დააკლდებიან. ასევე, საეჭვოა ნახევარმცველი ვისენტე იბორას თამაშიც, თუმცა ეს "ვილიარეალისთვის" სერიოზული დანაკლისი ნამდვილად არაა. შეიძლება ითქვას, "ყვითლები" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.

    მწვრთნელები მატჩის წინ

    კიკე სეტიენი: "არახელსაყრელ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა კვლავ ვცოცხლობთ. ყველა დარჩენილი თამაშის მოსაგებად ვიბრძოლებთ". სეტიენის სრული კომენტარი.

    ხავი კალიეხა: "დიდი მოტივაცია, სურვილი და რწმენა გვაქვს იმისა, რომ შეგვიძლია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან 3 ქულა მოვიპოვოთ".

    მსაჯი

    მატჩს 44 წლის არბიტრი კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის. გრანდეს კატალონიელთა 29 მატჩში უმსაჯია. აქედან "ბლაუგრანამ" 22 შეხვედრა მოიგო, 3 - ფრედ ითამაშა, 4 კი - წააგო.

    მადრიდელმა არბიტრმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" 3 თამაშში იმსაჯა, რომელლებშიც კატალონიელებს მოგება, წაგება და ფრეც აქვს. მან "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

    გრანდეს "ვილიარეალის" 20 მატჩში უმსაჯია. აქედან "ყვითლებმა" 13 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს, 3 კი წააგეს.

    სავარაუდო შემადგენლობები

    ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი; ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა; ბუსკეტსი, ვიდალი, პუჩი; მესი, სუარესი, გრიზმანი.

    ვილიარეალი (4-4-2): ასენხო; გასპარი, ალბიოლი, ტორესი, მორენო; ჩუკვუეზე, იბორა, ანგიუსა, კასორლა; ალკასერი, მორენო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ვილიარეალი
    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    4 ივლისი 2020 23:14

    ციტატა: barcelona87
    ბარსამ აი ეს ფეხბურთელები უნდა გაყიდოს,დიდი გადაიარაღება უნდა მოხდეს.ჟუან მირანდა -10 მლნ. ემერსონი -25 მლნ.კარლეს ალენია -20 მლნ.რაფინია ალკანტარა 15 მლნ.კარლეს პერესი 15 მლნ.აბელ რუისი 5 მლნ.სამუელ უმტიტი -60 მლნ.არტურო ვიდალი 20 მლნ.მარტინ ბრეიტვეიტი -25 მლნ.ნორბერტო ნეტო 20 მლნ.ივან რაკიტიჩი 30 მლნ.ჟორდი ალბა 60 მლნ.ანტუან გრიზმანი -100 მლნ.ლუის სუარესი(მოვიდა სუას წასვლის დრო)-60-70 მლნ.სერხი რობერტო -50 მლნ.ამ ფასებად უნდა გაასაღოს ესენი,გაბერილი ფასები არაა მგონი,კარგად რო იყოჩაღონ და ნორმალურ ფასებად გაყიდონ ეს ფასები მიღწევასდია. რაც მთლიანობაში 515 მლნ შემოსავალია.აკადემიიდან რიკი პუჩი,ალეხ კოლიადო,სერხიო აკიემე(ეს ძაან მომექწონა,ცოტა დახვერწა ესაჭიროება,ტრენერი უნდა,და მაღალ საფეხურზე ავა,მშიშარა არ არის,კაცის მოტყუებაზე ლაღად მიდის,)ინიაკი პენია,რონალდ არაუხო,ესენი დაწინაურდნენ,რაც შეეხება იჯარებს,მ\ჟან-კლერ ტოდიბო,მუსა ვაგე,ორიოლ ბუსკეტსი რო დაბრუდნეს მგონი ჯობია,კოუტინიოს უნდა მიეცეს 1 შანსი,

    ალენიას ყიდი უნიჭო პუჩს ტოვებს? ვაი ზოგიერთის აზროვნებას თან 20 მლნ კაპიკების ფასად ვაიჰ

    1
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    4 ივლისი 2020 22:45

    ციტატა: barcelona87
    ბარსამ აი ეს ფეხბურთელები უნდა გაყიდოს,დიდი გადაიარაღება უნდა მოხდეს.ჟუან მირანდა -10 მლნ. ემერსონი -25 მლნ.კარლეს ალენია -20 მლნ.რაფინია ალკანტარა 15 მლნ.კარლეს პერესი 15 მლნ.აბელ რუისი 5 მლნ.სამუელ უმტიტი -60 მლნ.არტურო ვიდალი 20 მლნ.მარტინ ბრეიტვეიტი -25 მლნ.ნორბერტო ნეტო 20 მლნ.ივან რაკიტიჩი 30 მლნ.ჟორდი ალბა 60 მლნ.ანტუან გრიზმანი -100 მლნ.ლუის სუარესი(მოვიდა სუას წასვლის დრო)-60-70 მლნ.სერხი რობერტო -50 მლნ.ამ ფასებად უნდა გაასაღოს ესენი,გაბერილი ფასები არაა მგონი,კარგად რო იყოჩაღონ და ნორმალურ ფასებად გაყიდონ ეს ფასები მიღწევასდია. რაც მთლიანობაში 515 მლნ შემოსავალია.აკადემიიდან რიკი პუჩი,ალეხ კოლიადო,სერხიო აკიემე(ეს ძაან მომექწონა,ცოტა დახვერწა ესაჭიროება,ტრენერი უნდა,და მაღალ საფეხურზე ავა,მშიშარა არ არის,კაცის მოტყუებაზე ლაღად მიდის,)ინიაკი პენია,რონალდ არაუხო,ესენი დაწინაურდნენ,რაც შეეხება იჯარებს,მ\ჟან-კლერ ტოდიბო,მუსა ვაგე,ორიოლ ბუსკეტსი რო დაბრუდნეს მგონი ჯობია,კოუტინიოს უნდა მიეცეს 1 შანსი,

    ალბას და სუარესს რო უშვებ სტრაიკერად და მარცხენა მცველად ვინ მოგყავს გაყიდო კაია ჯერ შესაფერი შემცვლელები მოიყვანონ მერე კიდე ამდენ ხალხ რპ უშვებ თუნდაც ალბას და სუარესს ზამენაზე ვის ტოვებ? თუ ზამენა არ გვინდა? არც სუარესია გასაშვები და არც ალბა გრიზმანი ნეიმარში თუ გაიცვლება თუ არადა არც მაგას უნდა ახლონ ხელი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    4 ივლისი 2020 22:42

    ეს წავაგოთ და იქნებ გააგდონ და დავისვენებთ

    0
    გასულია
    barcelona87 გულშემატკივარი [?]

    4 ივლისი 2020 22:26

    ბარსამ აი ეს ფეხბურთელები უნდა გაყიდოს,დიდი გადაიარაღება უნდა მოხდეს.ჟუან მირანდა -10 მლნ. ემერსონი -25 მლნ.კარლეს ალენია -20 მლნ.რაფინია ალკანტარა 15 მლნ.კარლეს პერესი 15 მლნ.აბელ რუისი 5 მლნ.სამუელ უმტიტი -60 მლნ.არტურო ვიდალი 20 მლნ.მარტინ ბრეიტვეიტი -25 მლნ.ნორბერტო ნეტო 20 მლნ.ივან რაკიტიჩი 30 მლნ.ჟორდი ალბა 60 მლნ.ანტუან გრიზმანი -100 მლნ.ლუის სუარესი(მოვიდა სუას წასვლის დრო)-60-70 მლნ.სერხი რობერტო -50 მლნ.ამ ფასებად უნდა გაასაღოს ესენი,გაბერილი ფასები არაა მგონი,კარგად რო იყოჩაღონ და ნორმალურ ფასებად გაყიდონ ეს ფასები მიღწევასდია. რაც მთლიანობაში 515 მლნ შემოსავალია.აკადემიიდან რიკი პუჩი,ალეხ კოლიადო,სერხიო აკიემე(ეს ძაან მომექწონა,ცოტა დახვერწა ესაჭიროება,ტრენერი უნდა,და მაღალ საფეხურზე ავა,მშიშარა არ არის,კაცის მოტყუებაზე ლაღად მიდის,)ინიაკი პენია,რონალდ არაუხო,ესენი დაწინაურდნენ,რაც შეეხება იჯარებს,მ\ჟან-კლერ ტოდიბო,მუსა ვაგე,ორიოლ ბუსკეტსი რო დაბრუდნეს მგონი ჯობია,კოუტინიოს უნდა მიეცეს 1 შანსი,

    0
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    4 ივლისი 2020 22:12

    ისე ძმებო, ატლესთან მატჩს ვინც უყურეთ რავიცი დღეს ჰაილაითები ვნახე და როგორც ხატავენ თითოს ასე ცუდადაც როგორც ხატავენ, არ გვითამაშია. ჰოდა ვინც უყურეთ მატჩს შეგიძლია მითხრათ რა როგორ იყო?

    0
    გასულია
    .Gladiator. Culé [?]

    4 ივლისი 2020 21:32

    წავაგოთ
    არ მეწყინება

    0
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs

    http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ

    FC Barcelona - The Guardiola System 2008-2012

    Samuel Eto'o: Madrid Cabron Saluda El Campeon
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    4 ივლისი 2020 21:30

    დემბელეს გარდა არითამაშებენ დე იონგი და დემებელე :) ადმინ დაუკვირდი რას წერ

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    4 ივლისი 2020 20:20

    ოღონდ აი ამ სიკო ფერის ფორმით არ გამოვიდეს გუნდი რაა ჩვეულებრივი პირველი ფორმა ჩაიცვან

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge