"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ამომავალი ვარსკვლავის დაბრუნებას ცდილობს

  • 3-07-2020, 23:29
  • "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ამომავალი ვარსკვლავის დაბრუნებას ცდილობს

    "ბარსელონა" კლუბის აღზრდილის, "მანჩესტერ სიტის" ამომავალი ვარსკვლავის, ერიკ გარსიას დაბრუნებას გეგმავს.

    გარსია "ბლაუგრანას" აკადემიაში 2008-2017 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც მან პეპ გვარდიოლას "სიტის" მიაშურა. 2018 წელს, ფეხბურთელს დებიუტი "ქალაქელთა" პირველ გუნდში ჰქონდა, მიმდინარე სეზონში კი, 19 წლის მცველმა მონაწილეობა 13 თამაშში მიიღო.

    ერიკ გარსიასა და "სიტის" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2021 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მისი უფასოდ დაბრუნება შეეძლება. თუმცა, Sport-ის ცნობით, კატალონიელებს ბარსელონაში დაბადებული ფეხბურთელის მიმდინარე წელსვე დამატება სურთ და კლუბებს შორის მოლაპარეკებები უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, მათ ის სამუელ უმტიტის შემცვლელად ესახებათ.

    ერიკ გარსია იმედისმომცემი ცენტრალური მცველია, რომელსაც თამაში დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    4 ივლისი 2020 17:49

    უფასოდ გაუშვეს და ახლა ალბათ 100 მილიონს გაამზადებენ,მერე ბონუჩის ტრანსფერში ჩართავენ.

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    4 ივლისი 2020 12:47

    პიკე რომ 33 წლისაა და შემცვლელი მასაც სჭირდება?
    არაუხო-ლენგლე-გარსია, ასეთი დაცვის ცენტრი მომწონს
    სათამაშო დროს ყველა მიიღებს, იქ ბარათია, იქ მიკროტრამვები, იქ კუნთის დაჭიმვები და იქ გადარლები

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    4 ივლისი 2020 07:05

    რატო გაყიდეს? ამათი სტრატეგია მოვ....ნ, კაპიკებში აჩუქებენ ვიღაცას და მერე მილიონებს იხდიან და ეხვეწებიან უკან რომ დაიბრუნონ.

    3
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    4 ივლისი 2020 00:32

    არ მჯერა თორე სიპერ ტრანსფერი იქნება

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge