ჟუან მირანდა: ვინ არ ისურვებდა პირველ გუნდში თამაშს?

  • 3-07-2020, 20:26
  • ჟუან მირანდა: ვინ არ ისურვებდა პირველ გუნდში თამაშს?

    "ბარსელონას" 20 წლის მარცხენა მცველი, ჟუან მირანდა, რომელიც "შალკეში" იჯარის წესით იყო განათხოვრებული, ამბობს, რომ მალე, კლუბთან ერთად, თავის მომავალს განიხილავს.

    "ვინ არ ისურვებდა პირველ გუნდში თამაშს? მეც და ჩემი ოჯახიც შევთანხმდით, რომ 20 წლის ასაკიდან რეგულარულად თამაში უნდა დამეწყო, უმჯობესი იქნება თუ ეს ესპანეთში მოხდება.

    ახლა, "ბარსა" ჩემპიონატითა და სხვა საქმეებით არის დაკავებული, თუმცა შეხვედრა შედგება და მომავალს დავგეგმავთ. შესაძლოა, "ბარსა B-ც" კარგი ვარიანტი იყოს. ამაზე ვისაუბრებთ".

    მირანდას თქმით, მიუხედავად 4-ქულიანი სხვაობისა, ლა ლიგაში ჩემპიონის ბედი, ჯერჯერობით, არ გარკვეულა.

    "კარგი გუნდი გვყავს და დარწმუნებული ვარ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მართალია, წავიბორძიკეთ, თუმცა წინ კიდევ არაერთი ქულაა. სხვაობა არც ისე დიდია და მისი აღმოფხვრა საერთოდ არ არის შეუძლებელი", - თქვა მან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    3 ივლისი 2020 20:55

    აი შენ რო უნიჭო გამოდექი ეგ ფაქტია

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge