Cadena SER: მესიმ "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა

Cadena SER: მესიმ "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა. Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი ჩანაფიქრს სისრულეში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ 2021 წელს მოიყვანს.

წყაროს ცნობით, ლეომ ახლო მეგობრებს სავარაუდო წასვლის შესახებ უკვე აცნობა. მან ასევე დააპაუზა ახალი კონტრაქტის თაობაზე კლუბთან მიმდინარე მოლაპარაკებები.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში "ბარსელონაში" აგორებულ არაერთ სკანდალს ისიც დაემატა, რომ მესის "ბლაუგრანას" სპორტული პროექტის წარმატების აღარ სჯერა. ამას ემატება ჭორების გავრცელება იმაზე, რომ ლეო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ერევა და მწვრთნელებსაც კი არჩევს. წყაროს ცნობით, არგენტინელს ეს ჭორები აღიზიანებს.

ჯერჯერობით, Cadena SER ერთადერთი წყაროა, რომელიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 4 ივლისი 2020 05:43
    0
    Cadena Cope: "ბარსა" მესის 2016 წელს გაყიდის
    ესეც ამტკიცებდა ეს გაზეთი 😁
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 3 ივლისი 2020 16:21
    0
    ჯერჯერობით, Cadena SER ერთადერთი წყაროა, რომელიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს.
    მთლად ასეც არ არის, ლეოს არ უთქვია მივდივარ-ო. მანთქვა ჯერჯერობით მოლაპარაკებებს კონტრაქტის გაგრძელებაზე ვაჩერებო. და მიზეზები სწორედ ის იყო რომ ძალიან ბევრი ჭორია აგორებული და ეს არ სიამოვნებს.
    გულშემატკივარი [?]
    #21 3 ივლისი 2020 15:18
    1
    ამით იძულებულს ხდის ხელმძღვანელობას რო გუნდს მიხედონ.. არსად წავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 3 ივლისი 2020 14:58
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    100%-იანი სიცრუეა და მეტი არაფერი

    არტურის წასვლაც სიცრუე გეგონა, მაგრამ...
    Luka Modric
    სტუმარი [?]
    #19 3 ივლისი 2020 14:50
    1
    ძაან საინტერესო იქნება მესი სხვა გუნდში, მაგრამ ვფიქრობ გამორიცხულია, კარიერას აქ დაასრულებს
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #18 3 ივლისი 2020 13:19
    0
    წავიდეს სადმე თავს უშველოს :D ბოლო წლები მაინც გაატაროს წესიერ გუნდში
    გულშემატკივარი [?]
    #17 3 ივლისი 2020 13:07
    5
    Თუწავა სიტიში გვარდი სთან და ჩათვალეთ სიტი იმწელსვე დადებს ლიგას თუ ლიგაზე გამოსვლის უფლება დაიტოვა სასამართლოს მერე
    Culé [?]
    #16 3 ივლისი 2020 12:57
    2
    არ გამიკვირდება;
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #15 3 ივლისი 2020 12:10
    11
    ნებისმიერი კლუბი სიხარულით გაუფორმებს კონტრაქტს,თუნდაც 34 წლის იყოს.ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის და არავინ გააკრიტიკებს წასვლის შემთხვევაში.
    Culé [?]
    #14 3 ივლისი 2020 12:07
    0
    მსგავსი სიახლეები როა მაგის სათაურები წაიკითხეთ და ნახავთ რამდენად სანდო წყაროა 😏
    Ronaldinho.
    სტუმარი [?]
    #13 3 ივლისი 2020 12:07
    2
    არსად წამსვლელი არაა ეს სანამ ლიგას არ დადებს,ერთ ოქროს ბურთს და პლიუს მოსფლიო 2022 ისთვის ემზადება მაგრა,ბოლო შანსია ლეოსთვის არგენტინასთან ერთად მსოფლიოს მოგების და არანგონია მაქამდე ფორმიდან ამოვარდდეს და სხვაგან წავიდეს .ანუ ჭირდება ბარსა რო ტონუსში იყოს 2022 მდე თან უყვარს ბარსა ამბოციურია და საკლუბო ტურნირები,მოსფლიო,მინიმუმ კოპა მოსაგები აქვს, ესე წაგებული არ წავა,უეჭველი ლიგას ლალიგას დადებს ასევე კიდე არა ერთს,აი ნახავთ და ოქროს ბურთს 8 მდე აიყვანს..
    მერე უკვე ალბათ გაუყვება არგენტინის ან ამერიკის გზას ბურთს გააგორებს და დატკბება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით:):):)
    GOAT🐐
    Culé [?]
    #12 3 ივლისი 2020 12:05
    3
    ხელმძღვანელობაზე ზეწოლისთვის იყენებს თავის კონტრაქტს, არსად არაა წამსვლელი
    slevin_kelevra
    სტუმარი [?]
    #11 3 ივლისი 2020 12:04
    7
    ეკუთვნის 1 ლიგაც და ბარსაში თუ ვერ მოიგებს რა გუნდის მაისურითაც არ უნდა მოიგოს ალალია ამ კაცზე!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 3 ივლისი 2020 12:01
    1
    გამოცემა "არმენდო აბარაგინდა" წერს რომ მესი ბარსელონას ტოვებს და მან უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები ინტერთან.
    ფანი [?]
    #9 3 ივლისი 2020 11:59
    3
    თუ წავიდა დამთავრდა უჩლ კიარა ლალიგაში დარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
    [?]
    #8 3 ივლისი 2020 11:55
    0
    ფაქტი ისაა რო 2021 წელს დაელოდება. არჩევნებს, თუ ბართომეუმ მოიგო წავა. ან გამოიყენებს კონტრაქტს იმაში რო ბართომეუმ აღარ მოიგოს. მაგით დააშანტაჟებს ხმის მიმცემებს :D ამიტო დააპაუზა ალბათ კოტრაქტი
    მწერალი [?]
    #7 3 ივლისი 2020 11:51
    3
    ციტატა: M10 S9 D11
    100%-იანი სიცრუეა და მეტი არაფერი


    ეხლა ვნახე, რადიოში განიხილავენ. დააპაუზა კონტრაქტი.
    ნერვებზეც ეტყობა, რომ ესე ცუდად ბარსაში არასდროს ყოფილა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 ივლისი 2020 11:43
    1
    100%-იანი სიცრუეა და მეტი არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 3 ივლისი 2020 11:27
    7
    100%-ით ვარ იმაში დარწმუნებული, რომ ეს ერთგვარი ფარსია ამას შეიძლება ისევ ბართომეუს ტროლები ავრცელებდნენ. ან თუ სიმართლეა მაშინ ლეო თვითონ ცდილობს რომ ბარსას ბორდი დააშინოს და ბართომეუს მალევე მიუთითონ კარისკენ
    --------------------
    WE DID IT 6:1
    ფანი [?]
    #4 3 ივლისი 2020 11:18
    6
    არვიცი ეს კაცი წავა თუ დარჩება მაგრამ ის ვიცი რო 100000% სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს რაც ბარსაში ლეომ გააკეთა უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი აღარასდროს არავინ იქნება...ლეგენდა....👏🏻👏🏻👏🏻👏🏻👏🏻