LE PARISIEN: გრიზმანის აგენტი ბართომეუს შეხვდება

LE PARISIEN: გრიზმანის აგენტი ბართომეუს შეხვდება

ანტუან გრიზმანი კვირის მთავარი თემა იქნება. მთელი საფეხბურთო სამყარო შოკირებულია იმით, თუ როგორ მოექცნენ ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს. სეტიენი მას საერთოდ აღარ ენდობა, არ აინტერესებს მასში გადახდილი 120 მილიონი და შემტევი ტრიოდან, მხოლოდ გრიზმანის როტაცია ხდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი მოედანს დაუბრუნდა.

კიკე სეტიენმა წინა შეხვედრაში, ტაქტიკაც შეცვალა, მაგრამ გრიზმანის ადგილი მაინც ვერ გამონახა, თამაშის მიწურულს 4-3-3-ს დაუბრუნდა, მაგრამ მოედანზე ფატი გამოიყვანა და არა გრიზმანი.

ანტუანი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ხურდებოდა, თამაშში კი 90-ე წუთზე ჩაერთო, ბურთს ექვსჯერ შეეხო, აქედან სამჯერ დაკარგა, ერთხელ კი კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი, ოღონდ დაცვაში. დიეგო სიმეონეს თვალწინ ლემერს ფეხებში ჩაუხტა და ბურთი აართვა, არგენტინელი მწვრთნელი ალბათ სიამაყით აღივსო, გრიზმანის დაცვითი უნარების განვითარება ხომ მისი დამსახურებაა?!

უკმაყოფილება ვერ დამალეს ანტუანის ძმამ და მამამ, რომელთაც ღიად გააკრიტიკეს სეტიენი. გრიზმანის და კი, ამავე დროს მისი აგენტიც არის და უახლოეს დღეებში ხელმძღვანელობასთან ისაუბრებს, მისი ძმის თაობაზე.

ფეხბურთელს დარჩენა სურს, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო და კატეგორიულად გამორიცხავდა, რომელიმე გარიგებაში მონაწილეობას, მათ შორის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში.

იგივე პოზიცია ჰქონდა კლუბს, "ბარსას" გრიზმანის შენარჩუნება სურს, მაგრამ ფრანგი იმაზე გაცილებით ცუდად გამოიყურება, ვიდრე კოუტინიო გამოიყურებოდა და საკითხავია, რამდენ ხანს ეყოფათ ხელმძღვანელებს მოთმინების უნარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ივლისი 2020 13:34
    1
    ისე ინტერი მოუხდებოდა...
    ცხოველუ ლუკაკუს გვერდით, ოდნავ უკან...
    ეს და არტური-კუკურელას გაყიდვიდან შემოსული თანხა ლაუტაროში...
    ის ქე მაინც ირბენს წინ, გაამწვავებს, იბრძოლებს...
    როტაციაშიც ითამაშებს ანსუსთან ერთად ფლანგი-ცენტრი
    მწერალი [?]
    #4 2 ივლისი 2020 12:16
    5
    ციტატა: MARADONA1968
    ერთადერთი და საუკეთესო შანსია ბიჭებო, ვადამდელი არჩევნები! რაც შეიძლება მალე, სასწრაფოდ, ბართო თავის რეგვენერატი შტაბითან ერთად გასაშვებია!


    ჩვენ კი ვხვდებით მაგას, მაგრამ..

    პეტიცია ხომ არ შეგვედგინა? : )
    Culé [?]
    #3 2 ივლისი 2020 12:00
    3
    გრიზმანს როდემდე ექნება მოთმინება თორე ხელმძღვანელობას მაგრად ახატია ვინ როგორ თამაშობს:)
    ფანი [?]
    #2 2 ივლისი 2020 11:58
    3
    ერთადერთი და საუკეთესო შანსია ბიჭებო, ვადამდელი არჩევნები! რაც შეიძლება მალე, სასწრაფოდ, ბართო თავის რეგვენერატი შტაბითან ერთად გასაშვებია!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ივლისი 2020 11:07
    6
    მთელი ხელმძღვანელობის დ...
    სანამ 120 მილიონს გადაყრიდნენ, მანამ უნდა ეფიქრათ გამოადგებოდა თუ არა ეს კაცი ბარსას, იყო თუ არა მისი ადგილი გუნდში, მაგრამ ეს მავნებლები მერე ფიქრობენ, როცა ჩიხში შევლენ. კიდევ ერთხელ ამათი ოჯახები მოვიკითხე.