კრისტოფერ დიუგარი: სეტიენი კარგი სპეციალისტია, თუმცა ამ დონეზე არაკომპეტენტურია

  • 2-07-2020, 06:54
  • კრისტოფერ დიუგარი: სეტიენი კარგი სპეციალისტია, თუმცა ამ დონეზე არაკომპეტენტურია

    საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, კრისტოფერ დიუგარიმ, კიკე სეტიენზე და ანტუან გრიზმანზე ისაუბრა. 

    "კიკე სეტიენი ის მწვრთნელია, რომელიც ბოლომდე სრულყოფილი არ გახლავთ. ის საკმაოდ კარგი სპეციალისტია, თუმცა არა ამ დონეზე. მას არ ესმის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში, მან 85-ე წუთზე ბუსკეტსი ანსუ ფატით ჩაანაცვლა, გრიზმანი კი მხოლოდ 90-ე წუთზე შემოიყვანა. სეტიენმა არ იცის, თუ როგორ უნდა ათამაშოს საკუთარი გუნდი. 

    დარწმუნებული ვარ, რომ სეტიენს გრიზმანის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ის უბრალოდ არაკომპეტენტურია. ამჯერად მსხვერპლი გრიზმანი აღმოჩნდა, თუმცა იგივე მდგომარეობაში შეიძლებოდა სხვა მოთამაშეც აღმოჩენილიყო. როდესაც გუნდი გადაწყვეტილებებს ვერ პოულობს, სეტიენმა არ იცის ახალი დინამიკის ძებნა. 

    ყველაფრის ფონზე გრიზმანმა თავდაჯერებულობა დაკარგა, რა თქმა უნდა, მისი გამოსვლები არცთუ ისე კარგია. მართალია, ლიონელ მესის შეუძლია ფრანგზე მეტი ითამაშოს, მაგრამ ეს ფაქტი დიდად არ მაკვირვებს. გრიზმანი ხშირად კარგავს ბურთს, ამიტომაც ის ნაკლებად რისკავს. თუ ანტუანი უბრალოდ მესისთან მივა, ეს მათ პრობლემებს ვერ მოაგვარებს." - დიუგარის სიტყვებს Goal ციტირებს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    2 ივლისი 2020 13:29

    ნაწილობრივ სწორი შეფასებაა
    მაგრამ გრიზმანს რომ უკავშირებს ყველაფერს,ეს არ მესმის, რადგან ფრანგია?
    კიდევ ბევრი რამაა გამოსასწორებელი, საქმე მხოლოდ გრიზმანში არაა
    გუნდი არის გადაღრძუებული, ასაკი ყოველთვის თავისას შვრება
    ჯერ პირველ რიგში სირბილი და პრესინგი უნდა შეძლო სპორტსმენმა, თუ არ შეგიძლია, წადი და მწვრთნელის ლიცენზია აიღე
    რაც შეეხება გრიზმანს, ერთ რამეშI დავრწმუნდი: ფრანგი რომ ხარ და შმეტევი, თუ ბარსაში თამაში გინდა, რომ გაქაჩო როგორც მინიმუმი, ტიერი ანრის დონე უნდა გქონდეს
    თორე არის გრიზმანი და იყო ესეც ბარსაში

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    2 ივლისი 2020 10:15

    მე ამ კაცს ბარსა ბ-საც კი არ ვანდობდი და საერთოდ ლიცენზიას ჩამოვართმევდი. ამან ფეხბურთისკენ არ უნდა გამოიხედოს, ბოსელი წმინდოს ჯობია.

    1
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    2 ივლისი 2020 10:07

    საშუალო დონის გუნდების საშუალო დონის მწთვნელი კია.. მარა კარგი ნაღდად არაა

    0
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    2 ივლისი 2020 08:14

    ზუსტი შეფასებაა

    1
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    პარტნიორები
    Flashscore.ge